ატმენაქობის დამდეგს - სასწაულების ღამეს, ყველა ნატრულობს სადმე გულის სანატრელ რამეს, შეგთხოვენ - ჯანმრთელობას, ბარაქასა და ხვასტაგს, ბედნიერ არსებობას, ოქროს, თუ ფულის დასტას,
დუხჭირ ცხოვრების ბასტას, იავარყოფას მტრების, დაჯაბნო ომის ქორი ქვეყნად მშვიდობის მტრედით! უფალო გთხოვენ რასაც, კაციშვილი ვერ მოსთვლის, ქვეყნის ერი და ბერი - გამჩენს, შემოქმედს ყოვლის!
გამონაკლისი მათში არც მე ვარ და ღვთის ტარიგს, უფალო, გენუკვები, ახდენას ერთი ნატვრის, თუნდაც ჩემ თვალწინ ვით თქვი: „ცა და ქვეყანა წარხდეს...“ ბოლომდე გადმოცემით, დაუნახავად მწამდე!
6 იანვარი, 2019 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ატმენაქობა"- არ ვიცოდი ეს სიტყვა.
კარგი საშობაო ლექსია, რწმენით და სიყვარულით ნათქვამი.
"ატმენაქობა"- არ ვიცოდი ეს სიტყვა.
კარგი საშობაო ლექსია, რწმენით და სიყვარულით ნათქვამი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|