რა ვქნათ, ძველით შობა ვიზეიმოთ თუ ახლითო? ძალიანაც ნუ გაიწვალებთ თავს ამაზე ჯავრით, რადგან მაცხოვრის მიწიერი შობის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. არც წელიწადის დრო. ეს ყველაფერი - პირობითია. პირობითობას მისდევს ეს ლექსიც.
ნინო დარბაისელი
საშობაო - აბა, რაო! - - -
- ქარი ქროდა, ციოდაო, ყინავდაო, თოვლმა მიწა თეთრად მოამთაბარაო, ღელავდაო, თურმე, ყველა სულდგმულიო... - სასწაულის მოლოდინში, აბა, რაო!
- გარეთ ძაღლიც კი არ გაიგდებოდაო, ცეცხლთან იჯდა, ვინაც ხნა და დაბარაო. კეთილ პატრონს მიელტვოდა ყოველიო. - შეყუჟულან ჭერქვეშ ერთად, აბა, რაო!
- ბეთლემს, თურმე, ქალმა მოილოგინაო, მამა ღმერთმა შვილი მას მიაბარაო, დისა მჯობი და იყავ და დედაიო. - და ბაგაში ღმერთი იშვა, აბა, რაო!
- აურაცხელ წყალობაზე წყალობაო ზეციერმა ჩვენთვის გადააბა, რაო, ცაზე გაჩნდა უცნაური ვარსკვლავიო. - ბეთლემისკენ გზას დაადგა, აბა, რაო!
- სამი მოგვი თან გამოჰყვა სათაყვანოდ და ჰეროდემ, იცი, რა დააბარაო? აქ დაბრუნდით, მეფის ამბავს მოველიო. - ცუდს ლამობდა, მიხვდებოდნენ, აბა, რაო!
- არა ამცნეს, ყრმა გადარჩა, უცოდველმა ღმერთთან ჩვენი ცოდვის ვალი გაბარაო, იმ წამებით ზეცად ამაღლებულაო. - სასუფევლის გზა გაგვიხსნა, აბა, რაო!
- დე, მარადის შობის მადლი გვფარავდესო! თუ დავრჩებით როსმე ღვთის ანაბარაო, ეს გვერჩიოს ქვეყნად ყველა ანაბარსა! - გადავრჩებით, გადავრჩებით, აბა, რაო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა, თქვენმა სიტყვებმა გული გამითბო, სიყვარულით მოგიკითხავთ და მრავალ ბედნიერ წელს გისურვებთ. მუხა, თქვენმა სიტყვებმა გული გამითბო, სიყვარულით მოგიკითხავთ და მრავალ ბედნიერ წელს გისურვებთ.
3. ნინო, კარგო ადამიანო, ნიჭიერო და ურაკპარაკის სინათლევ გილოცავ ახალ წელს ახალ-ახალი სიხარულებით.
ნინო, კარგო ადამიანო, ნიჭიერო და ურაკპარაკის სინათლევ გილოცავ ახალ წელს ახალ-ახალი სიხარულებით.
2. მადლობა ჯონათან! მთელ საიტზე თქვენ ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდით, ვისაც გავახსენდი და შობა მომილოცა. იხარეთ მრავალჟამიერ! მადლობა ჯონათან! მთელ საიტზე თქვენ ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდით, ვისაც გავახსენდი და შობა მომილოცა. იხარეთ მრავალჟამიერ!
1. საშობაო მინიატურები რომ აქვთ ხოლმე , სანთლის ფიგურებით , ისეთი ლექსია - თვალსაც რომ უხარია და გულსაც :)
შობას გილოცავთ !
საშობაო მინიატურები რომ აქვთ ხოლმე , სანთლის ფიგურებით , ისეთი ლექსია - თვალსაც რომ უხარია და გულსაც :)
შობას გილოცავთ !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|