ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2019


ველური ანწლი

ანწლისფერთვალებავ,
არწივის თვალი რომ დაგადი,
მიღირდა წვალებად,
მაგ ტუჩის ბადაგი...
ჩემს თვალთა სვირინგებს
ხალებად გირიგებ...
ნაგორებ ბისერებს გაფიცებ,
გავიქცეთ!
ასაფრენ ბილიკზე წვიმა დგას
და ფეხსაც არ იცვლის,
იქნებ, ცას კიბე მივადგათ...
რა ვიცი, რა იცი, რა როგორ გამოვა,
სულ ჩემთან წამო, რა...
ვიქნებით სიამით,
შენ ოღონდ მიამბე,
თბილსიტყვა ნიავი, შენს ტანზე ნახვევი,
რატომ არ გაჰყევი, მე რატომ მარჩიე?
არ ჰკითხო, არ გეტყვის გვირილა -მარჩიელს!..
გულსაც აქვს თვალები
და თვალის სარკმლიდან
ის მზერა დაკიდა, მე რომ დამატყვევა...
შეხედე, რა ტყეა,
ჩურჩულა ფოთლებით, დიდრონით,
მინდორში გვირილის გვირგვინით მინდოდი!..
გულებმა ირბინეს წუთებში წამებად,
ჰო, გვეცვარნამება...
თმა მეწვა მკლავებზე
ნაფერი მზისაგან...
ანწლისფერთვალებავ, ვინც მინდა, ისა ხარ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები