მოდი, აქ ღმერთი ისე ახლოა. შენთვის აქ არის სითბო ულევი. მოდი, აქ შენი სამოსახლოა, აქ ჩემად მხოლოდ შენ მეგულები.
ღმერთო, როგორი ტკბილი განცდაა, ამას ამდენ ხანს რად მიმალავდი? ის არც დედაა, და ის არც დაა, მაგრამ ჩემია სისხლ-ხორც-ძვალამდი!
მოდი, მე, მინდა ერთად დავიწვათ, ერთად დავიწვათ, ანუ ვანათოთ. არ მიპასუხო - "მერე...", "დაიცა..." გესმის?! წამიც კი აღარ გადავდოთ!
მოდი, ლოდინს ნუ გამიამინდებ, ამ სამყაროში მარტო ვეცემი! თუ შენ არ მოხვალ, სხვა მე არ მინდა, - წავალ და ბერად აღვიკვეცები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საყვარელი ლექსია საყვარელი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|