ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2019


სულთან მებრძოლი იაკობი

სიცარიელემ ამავსო სრულად
მინდამ აჯობა ისევე უნდას,
ცეცხლი მომედო ჯოჯოხეთურად
მეტეორივით მოვფრინავ ციდან,
დავენარცხე და მე უფრო მტკივა
დედამიწისა ვიდრე მას თავად,
ცეცხლი მომედო ცეცხლი და მცივა
ორ შრედ გადმომდის ლავა და ბარემ
ცეცხლს ვეფიცხები, ვხედავ კანიდან
ოფლის მაგიერ ნათლობის წყალი
მოჟონავს, როგორც წვრილ ონკანიდან
ჭაჭის არაყი, რომლითაც ვთბები.
რომლითაც ვთვრები, გონწართმეული
მივდივარ გზაზე, ჯაგნარის გვერდით
შიზოფრენიკი ან მთვრალ-ეული
დაღმართზე ფეხი თამამად შევდგი,
და დავეშვები, ცაზე ოცნებით,
დაბლა, ნელნელა შევიგრძნობ მიწას
გადავხდი საბანს და შიშველს გრძებით
მოვეფერები სულის წასვლამდე
ხორცი კი არა სული რომ იქცა
იმას და ნეტავ მალე დაღამდეს,
კაენისავით თავს ვიგრძნობ მშვიდათ,
ვერ დამინახავს ღმერთი რომელიც
ვერ მწამს და მაინც მოველი ციდან,
მის გადმოსვლას რომ ჭირი ყოველი
რომელიც მღრნიდა, რომელიც მჭამდა
მას დავაბრალო და მივუჭედო
ჯვარზე, რომელზეც გიჟივით მწადდა
ასლა რომ მეთქვა რაც გულში მედო:
ავაზაკი ვარ უფალო ვიცი,
რომ ახი არის ყველა ტკივილი
ჩემიც მეყოფა რად მინდა სხვისი
გთხოვ წამიყვანე უძღებ შვილივით,
გამოგაჭამე მადლი და  დღეს კი
შენ გვერდით ვარ და აღსასრულს ველი
მე ცოდვის წვიმა აქ  შენი ცეცხლით
ვშრები და მაინც სველი ვარ სველი!
უკვე თავადაც  მედება ალი
და თუნდაც მინუს ერთი ნეკნითაც
გაღიარე, რომ  შენ ხარ უფალი
მამაჲ, ძეჲ და სულიწმიდა.
მაგრამ გათენდა და ამობრწყინდა
მწარე სიმართლე აღმოსავლეთით,
გული დავფურცლე და გამიკვირდა
ცარიელია.. სადაა ღმერთი??!!!
სადაა ღმერთი?? როგორ მაკლია
გიჟს ვემსგავსები ან უფრო ჩემს თავს
რამდენი რამე გამოვარკვიე
რამდენი რამე მსურდა რომ მეთქვა,
და გაცეცხლებას არა აქვს ზღვარი
ოხ ისევ ცეცხლი. ცეცხლად ვიქეცი
შორიდან ვჩანვარ როგორც ლამპარი
ნაპირის, მე რომ გამოვიქეცი
ყველა მიზანი იქ რომ დავტოვე
და ოცნებამდე ერთი მეტრია
და ეს ნაბიჯი როცა გავზომე
მივხვდი რომ სიცოცხლეზე მეტია...

1/14/2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები