საზღვარს თუ ისევ გრძობენ თითები, ლავიწზე თუ კი ბერდება დარდი, თუ ჩემი თვალის ფერი იქნები, მე შენი ყველა ღიმილის კადრი,
მაშინ სიცოცხლეც გამოვიგონოთ !
მძულს ღმერთზე მეტად რომ შემიყვარდი.
ნუ გეშინია, სენტიმენტებს დღეს გაურბიან ქარები, ქარებს როგორც სჩანს გაურბიან თვითონ მიზნები,
რომ არ მეპოვნე, ჩემს სიზმრებში შეგიფარებდი და გეფიცებდი რომ არასდროს გავიღვიძებდი.
მზის სხივს რომ მაბრმავებს, რომ მახარებს ასე,
შენი დანახვის დროს მზიანდება მხოლოდ, რომ ამ სიჩუმეში ხმაურს დავემსგავსე !
ნეტავ, ამ ყველაფრის რა იქნება ბოლო ? !
მიკვირს ამ ლექსების ცვალებადობა და მერე ამინდების მიკვირს გაცივება,
ზღვის ფსკერს, ჩემო კარგო, ზღვის ფსკერს ჩამოჰგავდა, შენთან თუ ვიყავი, ყველა გაჭირება.
შენი სუნთქვებიდან ჩემი ლექსებია, ჩემი ლექსებიდან შენი არითმია.
იგრძნო უნდა თორებ, სადაც ფესვებია, იქვე სადმე ახლოს, ცოტა მიწაც კია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თუ არ ვცდები, უკეთესი რაღაცეები მახსოვს შკადარევიჩთან თუ არ ვცდები, უკეთესი რაღაცეები მახსოვს შკადარევიჩთან
2. ეს ლავიწები, არითმიები... როგორ შეეჩვივნენ პოეზიას :)
"იგრძნო უნდა თორემ, სადაც ფესვებია, იქვე სადმე ახლოს, ცოტა მიწაც კია."- აქ აზრმა ბევრად აჯობა ფორმას.
ეს ლავიწები, არითმიები... როგორ შეეჩვივნენ პოეზიას :)
"იგრძნო უნდა თორემ, სადაც ფესვებია, იქვე სადმე ახლოს, ცოტა მიწაც კია."- აქ აზრმა ბევრად აჯობა ფორმას.
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|