 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2019 |
შენ რომ გგონია არ არის ეგრე, სხვას რომ გონია არც ისე არის, სხვანაირია, სხვაგვარი მენდე, სუნთქვა სურვილთან თანაზიარი... თოვს და შენ ფიქრობ ყინვაც იქნება, ამბობ სიცივე მოლეკავს ნისლებს, მე კი ვხედავ რომ ფიფქი ფითრდება ალს აყოლილი საკინძის პირზე თუ გიყვარს მხოლოდ, თუ ეტრფი მაშინ, თუ გაზაფხულად მოჟონავს ფიქრებს, სხვანაირია, სხვა სული ქალში ჰო, მაშინ...მაშინ გული რომ იწვევს... შენ ფიქრობ რომ ეს ცა ცისფერია, ან ნაცრისფერი, ან კიდევ ლურჯი, ჩემთვის კი ამ ცას ის ფერი გაჰკრავს, რომ ვერ არეკლავს ვერცერთი ფუნჯი, ვერცერთი სული, ვერცერთი თვალი, "ვერცერთი"-ვამბობ და თან მე მუნჯი მაგ შენი სუნით და ვნებით მკრთალი და აყოლილი შენს სიზმრებს ურჩის დაგამჩნევ ცაზე... ფერებით - "მთვრალით..." ჰო...სხვაგვარია ჩემი სამყარო მზე ცივია და ხან ნაღვლიანიც, ეს იანვარი უნდა ვაკმარო მაგ აშლილ ქარებს და ნამიანი ეგ შენი სხივი ვალღო აპრილით, გაგაცნო ტკბობა ვრცელ წამიანი, აგშალო ელვად ცოცხალი წვიმის, განახო შენში ადამიანი... გამოგადარო და აგიყოლო შენ რომ დღეს გიყვარს ისე კი არა, ისე, როგორაც მე ვიცი მხოლოდ სხვა გაგიჟებით და სხვა მზიანად გამოგადარო, გასწავლო ცნობა სხვა იმედების, სხვაგვარი ხვალის, რომ მერე წერო ახალი ტრფობა მომავლისფერი, უშრობი კალმით! შენ რომ გგონია არ არის ეგრე, სხვას რომ გონია არც ისე არის, მე რომ მგონია ასეა მენდე ეს გზა და ეგ გზა თანაზიარი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|