ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 იანვარი, 2019


პოპკულტურის გაორება

პოპკულტურის გაორება
პოპკულტურა ყოველთვის მაშინებდა. ბავშვობიდან ასე ვიყავი,მაგალითად შეიძლებოდა მომწონებოდა რომელიმე სიმღერა რომელიც ტრენდში იყო, მოწონებოდა ყურს, მაგრამ არასდროს ჩავიწერდი მას ჩემს მობილურში და არ მოვუსმენდი. არ ვიცი რატომ ალბათ ჩემი ეგოდან გამომდინარე არ მინდოდა თავი დამეყენებინა სხვა ადამიანების გვერდით, არ მინდოდა ავყოლოდი საყოველთაობას და ა.შ. ალბათ მაინც იმიტომ რომ არ მომწონდა სხვა ადამიანების ქცევა, არაბუნებრრივობა და თამაში. დიახ ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი რომ  ადამიანთა უმეტესობა (ყოველ შემთხვევაში საზოგადოებად წოდებული ადამიანებისა) ბავშოვობიდან ცდილობს იყოს ის რაც არაა. ცდილობს შეიყვაროს თავის თავი ისეთი, როგორიც საზოგადოებას შეუყვარდება, ცდილობს შეხედოს საკუთარ თავს სხვისი თვალით და განსაჯოს იმითვე. ვეცადე რამოდენიმეჯერ მათსავით მეთამაშა, მაგრამ ჩემი საკუთარი თავისა და სინდისის მრცხვენოდა. ამან თანდათანობით ჩემს თავში ჩაკეტვა გამოიწვია და დღემდე ვერ გამოვდივარ ამ სივრციდან.  ამის გამო არასდროს მიგემია თუ რა არის იმ გოგოსთან ერთად ბავშვური სიყვარულობანა რომელიც მოგწონს, რაც ცოტა არ იყოს ტკივილს მაყენებდა. მაგრამ როცა ვხედავდი რომ ის გოგო, რომელიც მე მომწონდა და რომელიც მე დამცინოდა ამ გრძნობის გამო, სხვა ბიჭთან იყო. (ბიჭთან რომელიც მაგარ ტიპად ითვლებოდა) ეს ბიჭი შემდეგ ცალკე გვიყვებოდა ხოლმე თუ რა მიზნები აკავშირებდა ამ გოგოსთან, გულში ვიცინოდი და განცვიფრებული ვიყავი იმით თუ რა სასტიკად  და სამართლიანად მუშაობდა ,,კარმა“. ერთ დღეს ამ გოგომ იმ ბიჭისგან იმედგაცრუებულმა დაიწყო პოპკულტურის ,,შედევრების“ ფეისბუქის გვერდზე გაზიარება, სადაც გოგო და ბიჭი იდგნენ გვერდიგვერდ ბიჭს გული სასქესო ორგანოს ადგილზე ეხატა, გოგოს კი ჩვეულებრივად, ანდაც მეორე ბიჭი და გოგო ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ბიჭის თავიდან ასულ ,,ფიქრის ღრუბელში“ სექსი ეხატა, გოგოს თავიდან ასულში კი ხელიხელ ჩაკიდებული წყვილი. ეს იყო ბოლო წერტილი სადაც მივხვდი რომ ყველაფერი ფარსი იყო. მივხვდი რომ პოპკულტურა სწორედ იმ ზედაპირული გაუაზრებელი განცდების შედეგად წარმოიშვა, რაც ამ მანდილოსანს აწუხებდა. (სხვათა შორის ასე გაჩნდა ფემინიზმიც  ) ხოდა ამის მერე არათუ ვინანე, არამედ უფრო დიდი კედელი ავაშენე ჩემსა და საზოგადოებას შორის.
და მაინც, რატომაა ეს კულტურა ასეთი მზარდი და საყოველთაო. ვფიქრობ მისი სიადვილის გამო, იმ სიადვილისა რომელიც ზურგს უკან არაფერს მალავს, არაა საჭირო მასზე დაფიქრება, ის საზოგადო ჭეშმარიტებებს ქადაგებს, რომელსაც ყველა გაიგებს. იქიდან გამომდინარე რომ თანამედროვაობაში ხალხი დამოკიდებულია სოც ქსელებზე, ასევე ხანგძლივ სამუშაოებზე და ფიზიკურად არ რცება დრო ფიქრისთვის ძალიან ეფექტურია ისეთი აზრობრივი შემოქმედების შექმნა რომელსაც სწორედ იმის გარეშე გაიგებ რაც ასე გართულდა და გაიშვიათდა ჩვენს სამყაროში. რაც შეეხება ამ თემის სათაურს. რატომ ვთვლი რო მ პოპკულტურა გაორებულია? რატომ ვთვლი რომ ის ისეთი ,,კეთილი“ არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის შესახებ ვედები ქვევით ვისაუბრო.
როგორც ცნობილია პოპკუტურის ასე აქტიურად წინა პლანზე წამოწევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. მსოფლიო მიხვდა რომ ომს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და თითქოს ყველა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეთანხმდა რომ, როგორმე მომავალ თაობებში ჩაენერგად სწორედ ეს განცდა. ომი ცუდია. ომი ცუდია. ომი ცუდია. ომი ანგრევს. ომი კლავს. ჩვენ ერთნი ვართ და რატომ უნდა ვიბრძოლოდ. ჩვენ ერთნაირები ვართ. ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. სწორედ ამ ლოზუნგური მოწოდებებითა დატვირთული პოპკულტურის უმეტესობა.
როგორც ვიცით ჰიტლერი გერმანელებს  შთააგონებდა რომ ისენი სხვაზე მაღლა იდგნენ და სწორედ ამის დასამტკიცებლად დაიწყეს ომი.  იმაში დარწმუნებულებმა რომ დედამიწა უნდა გაეთავისუფლებინათ მათზე დაბლა მდგომი სარეველებისგან, რათა მხოლოდ ხორბალს და სასარგებლო მოსავალს ეხარა ამ პლანეტაზე. ამისგან შეშინებულ მსოფლიოში გაჩნდა იმის ქადაგების საჭიროება რომ ჩვენ ერთნი ვართ და ეს იქამდე დავიდა, რომ თურმე ცხოველებიც ჩვენი თანასწორები ყოფილან.  ამ ილუსტრაციაზე ნათლად ჩანს ის თუ რას იწვევს ის რომ შენ, პიროვნებას, თავი ვთქვათ და მცუანა ჭიაზე მეტი გგონია. ყველაზე სასცილო ამ სურათში ისაა რომ პირველ ილუსტრაციაში ქალიც ძუძუმწოვარ ცხოველებთან ერთად ხატია. ამით ავტორი ერთი შეხედვით გმობს მამაკაცის წინ დაწენებას მაგრამ მეორე მხრივ ქალს ცხოველების გვერდზე აყენებს. ეს სურათი ადამიანებს გვასწავლის რომ ვიყოთ კარგები, თავმდაბლები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და ჩვენს გარშემო მყოფ სამყაროს. ეს სურათი გვანახებს იმას თუ რა საზიზრები ვართ ადამიანები და რა კარგები შეგვიძლია გავხდეთ. 
პოპკულტურას ახასიათებს მდიდრების და სიმდიდრის გაქილიკებისა და ასე ვთქვათ ბოროტებად შერაცხვის მანია. ძიების დროს ათასობით ილუსტრაცია ვნახე სადაც ჩანს ღარიბების ჩაგრული მდგომარეობა და მდიდრების გაზულუქებული ყოფა. მაგალითად ეს სურათი ირონიულად მიემართება იმათ ვინც სიმდიდრისგან ღიპი გაისია და ვერ ხედავს ვერაფერს მისი ღიპის გარდა. საგულისხმოა რომ მათხოვარი ბავშვი შავკანიანია. ერთი შეხედვით შეიძლება ეს თანასწრობის მოწოდებათ ჩავთვალოთ და რასიზმის დაგმობად მაგრამ მეორე მხრივ, რატომ აყენებს აყენებს ავტორი მაინდამაინც ზანგ ბავშვს მათხოვრის პოზიციაზე. მიჩნდება ასოციაცია რომ როგორც ზევით ქალების შემთვევაში აქაც ავტორი ამყოფებს შავკანიანებს იმ დისკრიმინაციაში, რომლითაც ასე გვაშინებენ. მესამე სურათი გვანახებს რომ ხეების გაჩეხვა არ შეიძლება რადგან თურმე მათაც აქვთ გრძნობები. მაგრამ მაინტერესებს რა უნდა ქნას იმ ბავშვმა რომელიც ზემოთხსენებული შვკანიანივით ღარიბია, არ აქვს სახლკარი. ბუნებრივი აირი და ელ.ენერგიაც არ მოიპოვება მის ახლომახლო?? იდეალურ სამყაროში ხომ ჭაბურღილების და ჰიდროელექტრო სადგურების აშენებაც უნდა აიკრძალოს ვინაიდან ბუნებას აზიანებს არადა ჰელიო სადგურები დიდ ტერიტორიას მოთხოვს და  მაინც მოგვიწევს ხეების გაჩეხვა. ბარში თუ არ მოგვიწევს მტაში ხო მაინც ასე იქნება და თუ მაინც არ მოვჭრით ხეებს როგორ უნდა გათბენ ზემოთ ხსენებული გაჭირვებული ხალხი.? პოპკულტურა ამაზე პასუხს არ სცემს. მისთვის ფიქრი უცხოა. ის გვაძლევს მოცემულობას რომ ხეების მოჭრა ცუდია, სიღარიბე არ უნდა იყოს, სიმდიდრე ცუდია, ესაა და ვსო. ამას გავიაზრებთ და იგივეე ნაგვები დავრჩებით რაც აქამდე ვიყავით. ვინაიდან ამ ყველაფერს გავაზიარებთ იმ სოციალურ ქსელში, რომელიც ხელოვანების თქმით ამდენ დროს გვართმევს, და თუ სოციალურ ქსელებს არ ვიხმართ ალბათ ვერც ამ ილუსტრაციებს ვიხილავთ და თუ მათ ვერ ვიხილავთ ხომ... აქ გამახსენდა ვაჟა ფშაველა რომელმაც შვლის ნუკრის ნაამბობი დაწერა მაგრამ მთაში ასულ ჟურნალისტს მოკლულ ირემ და თოფ მოკიდებული დაუხვდა სახლისკენ მიმავალი. ვაჟა აანალიზებდა რომ ცოდოა ცხოველი მოსაკლავად, მაგრამ მისი შვილი უფრო ეცოდებოდა შიმშილისთვის, წარმოიდგინეთ რომ ვაჟა თავი ცხოველების თანასწორად ჩაეთვალა, მწვანე ბალახის თანასწორად ჩაეთვალა თავი და უარი ეთქვა მიწათმოქმედებაზე, ალბათ მისი შვილები შიმშილით დაიხოცებოდნენ და მერე ჩვენნაირი კეთილი ადამიანები მათზე კარიკატურებს გავაკეთებდით თუ როგორი ცუდია შიმშილი და სიღარიბე.
მე მართლა არ ვარ რასისტი, უბრალოდ ვერ ვიტან როდესაც თვალს მიხვევენ. ვერ ვიტან როდესაც სიცრუეს მჩრიან წინიდან და უკნიდან მასმედია და ყველა საინფორმაციო საშუალება რაც კი არსებობს. ყველა კვლევის თუ რეალობის მიხედვით ჩანს რომ შავკანიანები არ არიან იგივე ინტელექტალურ სიმაღლეზე როგორზეც თეთრკანიანები. ამაზე ბევრი კვლევა მეტყველებს თუმცა რათ გვინდა კვლევები, შევხედოთ რეალობას. რა შექმნეს შავკანიანებმა თავისუფალი არსებობის დროს? სანამ მათ სასტიკი თეთრკანიანები დაესხმებოდნენ თავს და მონებად გახდიდნენ? არაფერი, ისინი თითქმის პირველყოფილური წყობით ცხოვრობდნენ. როდესაც აზიელები წითელკანიანები თუ ევროპეიდები კულტურულ სიმაღლეებს ეპოტინებობდნენ შავკანიანები ცხოვრებდნენ ისე როგორც ალბათ ნებისმიერი ხელფეხიანი ცხოველი იცხოვრებდა. მაგრამ მათ შექმნეს ჯაზი, მათ შეუძლიათ საოცარ ხმაზე სიმღერა და ა.შ. ჩემი პოზიცია ვფიქრობ რომ რეალობისთვის თვალის გასწორებაა და არა რასიზმი. პოპკულტურა სწორედ ამიტომაა გაორებული რომ სიტყვის და აზრის, ნუ ზოგადად თავისუფლებას და თანასწორობას ქადაგებს მაგრამ, ამ აზრის გამოთქმის გამო მე ჩამორჩენილად და რასისტად ჩამთვლიდნენ, არადა ჩემი უწყინარი აზრია , არავის არაფერს უშავებს. პოპკულტურაში ხედავენ პრობლემას საკუთარი თავის ზემოთ და ემალებიან მას. ხედავენ რომ სულმდაბალი ადამიანები არიან და ცდილობენ დამალონ ეს, გარეგანი გამოხატულებებით. ხედავენ სიმართლეს და ეშინიათ მისი. მე რომელიც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ, და ვხვდები რამდენიცაა ჩემი ინტელექტუალური გაქანება, რატომ უნდა დავაყენო ჩემი თავი ისეთი მოაზროვნეების გვერდით როგორიც იყო, მარკესი, ბორხესი, აინშტაინი და ა.შ. და რატომ უნდა ვიგრძნო თავი დაჩაგრულად თუ ისენი ზევიდან გადმომხედავენ? კი შეიძლება ემოციურად ,,გამიტყდეს“ მაგრამ რომ დავფიქრდე მივხვდები რომ სწორია ეს. სწორედ გააზრებისგანაა შორს ეს მიმდინარეობა. ამ მიმდინარეობაში თითქოს განსხვავებულ აზრს პატივს სცემენ  და ამგვარი ილუსტრაციებით ცდილობენ ამის სწავლებას, მაგრამ საბოოლოო ჯამში ყველას მაინც ერთ ქვაბში ყრიან. ვერ ხვდებიან რომ თვითონ გადაიქცნენ ერთ  დიდ ბრბოდ რომელიც განსხვაევბული აზრისგან, განსხვავებულ აზრს ებრძვის. ილუსტრაციებზე ვხედავთ რომ თითქოს საზოგადოება ცდილობს ყველა ერთ აზრში მოაქციოს და როგორც მეორე ილუსტრაციაზეა, ყველა ერთნაირი გამოთალოს. ერთ ერთი შეხედვით მართლაც ასეა მაგრამ თუ ამ ილუსტრაციებს იმ პიარ კამპანიებს ამოვუყენებთ გვერდში რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა მივხვდებით რომ განსხვავებულში, მაგალითად, ჰომოსექსული იგულილისხმება და ჰომოფობები კი ის ერთნაირი კუნძებია, ცუდი კონსერვატიული მსოფლმხედველობა.
პოპკულტურა მგონია რომ თითით გვითითებს და გვეუბნება რომ ჩვენ ცუდები ვართ და სხვები კარგები. გვეგდებს სინანულში იმის გამო რომ თავი ადამიანი მგონია. გვაგდებს სინანულში მაშინ როცა თვლი რომ კაცი კაცია და ქალი ქალია, თუნდაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი კლდემამოსილებითა და სიყვარულით ექცეოდე. გაგდებს სინანულში იმის გამო რომ შენი ქვეყანა გიყვარს, რადგან ყველანი ერთნი ვართ. ბოკაჩოსეული ადამიანიც საზიზღარია. მაგრამ ბოკაჩო გვეუბნება რომ ცოდვა საყოველთაოა და სულაც არ უნდა ნანობდე ამას. ბოკაჩოსთვის არაფერია ამაში ცუდი. რიჩარდ მესამე ხვდებოდა რომ ცუდათ იქცეოდა მაგრამ ძალა არ ჰქონდა შეჩერებისა, ფრანკენშტეინის მოსტრიც ასევე იყო. დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებში სამივე ძმა განსხვავებულია საზოგადოებისგან მაგრამ სულაც არ ადარდებთ ეს და არ ჩივიან, მიგვიღეთ თქვენთან გინდა თუ არაო. ასევა ჰამსუნის შიმშილის პერსონაჟი, მას არ ადარდებს საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება, ის პრობლემას თუ სადმე ეძებს ეს საკუთარი თავია. მაგრამ რა ხდება პოპკულტურაში.? ჩემი აზრით, როგორც ზემოთ ვთქვი, ეს ეპოქა შიშია განსხვავებულობისა, შიშია გარშემო აშენებული კედლისა რომლის ხუროთმოძღვრები თავად ვართ. შიშია საკუთარი თავის სიყვარულისა, აუცილებლად უნდა უყვარდე საზოგადოებასაც. ჩემი აზრით სწორედ ეს წარმოშობს იმას რასაც სწორედ ისენი ებრძვიან. დიახ მეც ავიშენე ჩემს გარშემო კედელი მაგრამ, სულ ფეხებზე მკიდია რას იფიქრებს ამაზე საზოგადოება, ბევრჯერ მიგვრძვნია თავი გარიყულად ამის გამო მაგრამ ეს მხოლოდ პიროვნული სისუსტის წუთებში.  სწორედ ამიტომ მგონია რომ დღეს სამყარო თავად რიყავს უმცირესობებს. თითქოს ეუბნებიან რომ არაფერია საკუთარი ტავის სიყვარული თუ იმათმაც არ შეგიყვარეს რომელსაც თავადვე აძაგენ. სწორედ ამან შეიწირა ფრანკენშტეინის მონსტრი, შეიწირა რადგან ის საზოგადოებამ არ მიიღო. საზოგადოებამ რომელიც ასე სძულდა. შემდეგ ცდილობდა რომ ძალით დაემკვიდრებინა თავი საზოგადოებაში, მისი მიბაძვის მცდელობით (როდესაც ის სწავლას შეუდგა). არადა მისი პრობლემა ის იყო რომ თვითონ ვერ მიეღო პირველ რიგში საკუთარი თავი, არადა რომ დაფიქრებულიყო იქნებ მიმხვდარიყო რომ, მისთვის ასე სანატრელი ხალხის, თანასწორი კი არა მათზე უკეთესიც კი იყო. ჩემი ნაშრომი მინდა დავასრულო ასევე პოპულისტური სურათით რომელიც იმ საზოგადოების გასაკრიტიკებლად შეიმნა რომელიც განსხვავებულ აზრს არ იღებს, არადა სურათის ავტორის აზრით ეს პოზიცია უფრო წმინდაა ვიდრე დანარჩენების რადგან დანარჩენები შარდში ზიან. ჩემი აზრით სწორედ რომ დასაცინია ცენტრში მყოფი ადამიანი რადგან ფსელში მჯდომი ადამიანების აზრის გამო მოუწყენია... სწორედ აქ ცდება  მთლიანი პოპკულტურა, როდესაც პრობლემას სხვაში ეძებს. და მარტო მდგომ ადამიანსაც ანახებს რომ სხვაა პრობლემა. ვფიქრობ ეს არასწორია, რადგან თუ პრობლემა საერთოდ  არსებობს ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები