 | ავტორი: წამიკითხე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 თებერვალი, 2019 |
წადი, წადი და ყვავილები დამიკრიფე, მინდვრის ყაყაჩოები, ველური იები და დავჩარგული ენძელები. მერე რა რომ ზამთარია, მე რა რომ მინდვრები გატიტვლდნენ, მერე რა რომ ყვავილებს ვერსად იპოვი.
წადი, წადი და ყველაზე ღრმა ტბა ნახე, ყველაზე უძირო, ყველაზე სხვაფერი. პეშვით ამოიღე წყალი და მომიტანე. მე რა რომ, ვერ იპოვი, მე რა რომ ჩემამდე ვერ მოიტან, მე რა რომ ცარიელი ხელებით დაბრუნდები.
წადი, წადი და ტყე იპოვე, უკიდეგანო, როგორც სამყარო, ფერადი, როგორც ცისარტყელა და თბილი, როგორც მზის გულზე გახურებული ზღვის კენჭები. მერე რა რომ, გაუვალ ტყეში სუსხი უფრო მეტია, ვიდრე მოალერსე თბილი ხეები. მერე რა, რომ ისევ გაყინული დაბრუნდები.
წადი, წადი და ქვეყნის დასასრული ნახე, ჰორიზონტზე გაიარე. მომიყევი, როგორ ხვდება ერთმანეთს ცა და მიწა. როგორ კრთიან შეხვედრამდე. როგორ არიან სულ ერთად, როცა ერთხელაც არ შეხებიან ერთმანეთს. მერე რა, რომ ვერასოდეს მიაღწევ ჰორიზონტს, მე რა რომ ვერ შედგება პაემანი.
წადი, წადი და გამოგყვები. მე რა რომ შეიძლება დავიკარგოთ, ვეძებოთ და ვერ ვიპოვოთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. )))) მე პირადად მხიბლავს ის აზრი, რომ დასდევ, მაგრამ ვერასოდეს დაიჭერ. ბედნიერებას ვგულისხმობ. სიამოვნება პროცესს მოაქვს და არა შედეგს ან მიზანს. )))) მე პირადად მხიბლავს ის აზრი, რომ დასდევ, მაგრამ ვერასოდეს დაიჭერ. ბედნიერებას ვგულისხმობ. სიამოვნება პროცესს მოაქვს და არა შედეგს ან მიზანს.
3. წაგიკითხე.
და... სად უშვებ? ტყუილად უნდა იბოდიალოს, არსად არაფერია ისეთი, რისი მოცემაც გაგაბედნიერებს.
დროს ტყუილად ნუ დააკარგვინებ. :)
წაგიკითხე.
და... სად უშვებ? ტყუილად უნდა იბოდიალოს, არსად არაფერია ისეთი, რისი მოცემაც გაგაბედნიერებს.
დროს ტყუილად ნუ დააკარგვინებ. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|