ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წამიკითხე
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2019


* * *

და როცა მოთოვს ჩემს თბილ ქალაქში,
როცა იები ფერებს დაყრიან,
გაყინულ ტოტებს მოწყენილს ვეტყვი,
რომ ჯერ მოწყენა ცოტა ადრეა.

ცოტა ადრეა, დააგვიანო, ლაღად შეაღო ყველა კარი და
შუაღამის მზეს უსაყვედურო
მოულოდნელად რატომ ჩავიდა.

ცოტა ადრეა, არ გეშინოდეს,
სინათლის სხივებს აღარ დასდევდე.
ერთს რომ დაიჭერ, დაკარგვის შიშით,
სხვა სხივებისკენ აღარ გარბოდე.

ცოტა ადრეა, გადაიწერო
უძილო ღამეს სხვისი ზღაპარი.
იყო და არა იყო რას მერე,
რაც არ უნდა თქვა, არის? არ არის?

ცოტა ადრეა, ეძებო მზერა
გადაკარგული ათას მზერაში.
ათასი ღამის მერე მითხარი,
მოგწონს თუ არა შენ ეს თამაში.

ცოტა ადრეა, მხედავდე ისე,
როგორც გადაშლილ წიგნში ასოებს,
მიმოფანტული ბგერების გროვას
"კიდევ მიმღერე", რომ აღარ სთხოვდე.


ცოტა ადრეა დახუჭო თვალი,
დაადგე ბილიკს ჯერ არ გაკვალულს,
და აღარ კრთოდე ღამის წყვდიადში,
რომ ვერ გხედავენ, ისევ დაკარგულს.

ცოტა ადრეა დასვა წერტილი,
თეთრი ფურცელი ჩადო კონვერტში,
თაროზე სხედან სიტყვები ისევ,
გადაქანცული შერწყმის ლოდინში.

ცოტა ადრეა, გაზაფხულისთვის
ჯერ არ დამდგარა მარტი ზნიანი,
ცოტა ადრეა დავისადგურო,
ცოტა ადრეა და თან გვიანი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს