ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრნუკი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2019


დაშიბული ცხოვრება

ბებოს  ნასწავლი  შიბებით  ვქსოვე  ჩემი ცხოვრება  ფერადიანი,
თუ  მეშლებოდა,  ცოტას  ვარღვევდი, რომ  არ  მქონოდა  სადმე  ზიანი.
შიბის ფერები:  მზე-ორქოსფერი,  მწვანე - ტყე-ველი, ზურმუხტიანი,
იქვე იები- თხილის ძირებში,  შინდი,  ძახველა - ენაწყლიანი.
კურდღლის ყურები,  მამლის კუდები,  ვარსკვლავიანი, თაღებიანი...
ჩემი  წინდები  -  ჩემი  ფიქრები,  ფერად-ფერადი,  ფარტენიანი,
ფშავურ- მთა-გენი  ჩაქსოვებული,  ნამდვილ-ქართული, ხელ-მადლიანი,
ვერცხლ-ფიც-დაძმობა,  სწორფერ-წაწლობა,  ლეგენდად-ქცეულ  ზღაპრებიანი...
ჩემი ცხოვრება - ბებოს  ნათხრობით,  ერთგულებიან-სამართლიანი.
არმიღებული,  არღირებული  მოღალატე  და  ქადაგიანი...
მონატრებული  ბებოს  ამბები,  ტუჩის  კუთხეში ღიმილიანი,
ჩემი ცხოვრება,  შიბად ნაქსოვი -  სადღაც  სარღვევი,  შეცდომიანი,
ვეღარ  მოვქსოვე,  ვეღარ  ვასრულე  ფშაურ-სიმღერა-ტკივილიანით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები