 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2019 |
თებერვალი დადგაო და მერე, მზემ თებერვლის აიწია ზემოთ, მე იმდენი დღე და წელი გძებნე, მომკალი და ვეღარაფრით ვერ გთმობ. ხეში წყალი ჩადგაო და მერე საძირკველი რომ გაიდგეს ჩიტთა, ერთ დღეს ჩემთვის დავჯექი და გწერე, რომ მომკალი, მაგრამ ვეღარ გიტან... ჩიორების თვე დამდგარა თურმე, აქა-იქაც მოფრენილა შაშვი, გავიკეთე ჩემთვის მშვიდად ბუდე, ხე ტიროდა, ხე ტიროდა - გავშრი... ხე ტიროდა, თებერვლის მზე იდგა, იწეოდა თებერვლის მზე ცერზე, გავუღიმე ღამენათევ ცისკარს, და ვარდისფერ ღრუბლებთანაც გძებნე... დაგლანდე და გაიხარა გულმა, ხან ვერ გთმობ და ხან ვერ გიტან, რა ვქნა, ასე იცის თურმე გაზაფხულმა, ასე ჯაბნის იმ ავყია ზამთარს... ხე ტიროდა, ხე ტიროდა, გავშრი, მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა... იებს სტუმრად შემოვუშვებ სახლში და ვერ დაგთმობ ვხვდები, კიდევ დიდხანს... თებერვალი დადგაო და მერე ჩიორებმა საძირკველი გადგეს... ჯერ გელოდი, მერე კიდევ გძებნე... გიპოვე და ვეღარაფრით დაგთმე... ხეში წყალი ჩადგაო და თურმე ხე ატირდა, ხე ატირდა მაშინ, მე რომ ჩვენთვის გავიშენე ბუდე - მე რომ ბუდე გავიშენე ქარში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ერთ დღეს ჩემთვის დავჯექი და გწერე, რომ მომკალი, მაგრამ ვეღარ გიტან... ++ ერთ დღეს ჩემთვის დავჯექი და გწერე, რომ მომკალი, მაგრამ ვეღარ გიტან... ++
15. ძალიან ლამაზია და მელოდიური) 5 ძალიან ლამაზია და მელოდიური) 5
14. აუ, ანა, შენ რა აქაურობას ვერ შორდები? :D უსურვე წარმატება საკუთარ თავს და წადი :) აუ, ანა, შენ რა აქაურობას ვერ შორდები? :D უსურვე წარმატება საკუთარ თავს და წადი :)
12. ანა, შენ შემოგევლე, არ მოგეწონა, გაიარე, აბუჩად აგდება არც მიფიქრია, ამ "წარმატებებს გისურვებთ" - გამაცინა უბრალოდ :)
ლევანო, გმადლობ, შემოგევლე ანა, შენ შემოგევლე, არ მოგეწონა, გაიარე, აბუჩად აგდება არც მიფიქრია, ამ "წარმატებებს გისურვებთ" - გამაცინა უბრალოდ :)
ლევანო, გმადლობ, შემოგევლე
11. ,,მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა..." - რა კარგია მე არ ,,გავშრი " --- გავთბი 55555555 მილიონი 5 :) ,,მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა..." - რა კარგია მე არ ,,გავშრი " --- გავთბი 55555555 მილიონი 5 :)
10. ნია-კო, შეფასებები აბუჩად აგდების მცდელობის გარეშე რომ უნდა მიიღოთ, ჩემგან არ გესწავლებათ:)
ნია-კო, შეფასებები აბუჩად აგდების მცდელობის გარეშე რომ უნდა მიიღოთ, ჩემგან არ გესწავლებათ:)
9. ოჰ, ანა :) რაღა მიჭირს :) ოჰ, ანა :) რაღა მიჭირს :)
8. ლექსის მუსიკა მონოტონური და მარტიავია, ჩემი აზრით. არის კარგი ადგილები, მაგალითად დასაწყისი. წარმატებებს გისურვებთ<3 ლექსის მუსიკა მონოტონური და მარტიავია, ჩემი აზრით. არის კარგი ადგილები, მაგალითად დასაწყისი. წარმატებებს გისურვებთ<3
7. ნინი <3 შემოგევლე ნინი <3 შემოგევლე
6. უი, ნინიკელა შენ ხარ გოგო ? როგორ მოჭიკჭიკებულხარ, მოფრთხიალებულხარ, ჩიტივით <3 ჩავიმღერე <3 555! უი, ნინიკელა შენ ხარ გოგო ? როგორ მოჭიკჭიკებულხარ, მოფრთხიალებულხარ, ჩიტივით <3 ჩავიმღერე <3 555!
5. დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ
4. 5 და მოკითხვა... ;) 5 და მოკითხვა... ;)
3. ეს რა ძალიან არაჩვეულებრივი რამე წავიკითხე, მინდოდა თვალი გადამევლო პროზისთვის ახალი თუ იყო რამე, ან შირომ რა დაამატა თავის "მორევს" მაგრამ პოეზიაში ჩავრჩი. :)
შესანიშნავი იყო. სამჯერ წავიკითხე. 5 ქულა, თუ ეს რამეს ნიშნავს ასეთი ლექსისთვის.
ეს რა ძალიან არაჩვეულებრივი რამე წავიკითხე, მინდოდა თვალი გადამევლო პროზისთვის ახალი თუ იყო რამე, ან შირომ რა დაამატა თავის "მორევს" მაგრამ პოეზიაში ჩავრჩი. :)
შესანიშნავი იყო. სამჯერ წავიკითხე. 5 ქულა, თუ ეს რამეს ნიშნავს ასეთი ლექსისთვის.
2. ხეში წყალი ჩადგაო და თურმე ხე ატირდა, ხე ატირდა მაშინ, მე რომ ჩვენთვის გავიშენე ბუდე - მე რომ ბუდე გავიშენე ქარში... ნია-კო, რა საყვარელი ლექსია... მგონი, უკვე მოიყვანე გაზაფხული! <3
ხეში წყალი ჩადგაო და თურმე ხე ატირდა, ხე ატირდა მაშინ, მე რომ ჩვენთვის გავიშენე ბუდე - მე რომ ბუდე გავიშენე ქარში... ნია-კო, რა საყვარელი ლექსია... მგონი, უკვე მოიყვანე გაზაფხული! <3
1. ხე ტიროდა, გავშრი, მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა... ++ ხე ტიროდა, გავშრი, მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა... ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|