ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2019


* * *

იმ გზაზე, რომლიდანაც მის მოსვლას ელოდები, თუ დიდხანს, ძალიან დიდხანს მიდიხარ პირდაპირ და არავინ ჩანს ეს იმედის გაცრუებაა... მზერის უსასრულო ტკივილია და სიყალბის სონეტების უშნო აკანკალება. და თუ ამ გზას ზურგს შეაქცევ და საპირისპიროდ ივლი, მაშინ კი გიჩნდება იმედი ნაბიჯებისა, სინათლისა, რომ აი ახლა, აი ამ წამს  წამოგეწევა სრულყოფილება და გვერდით ამოგიდგება სამარადისოდ...სამუდამოდ... მთავარია სანატრელი ხმის გაჟღერებამდე, თვალისმომჭრელი შუქის აციმციმებამდე უკან არ მიიხედო, სიცარიელემ რომ შთანთქას "ყუთის კუთხეში" ეულად მიმალული ხავსი...რომ არ დაეკარგოს რწმენას სიმშვიდე, ფერი და საერთოდ მოთმინება... რომ არ ატკივდეს  მიწას შრამად დამჩნეული რეალობა და რომ არ გაავდარდეს გადაუღებლად!..
მგონია, ლოდინით დაღლილი იმედი უნდა ჯობდეს მთლად უიმედობას...გამოგონებული ფერები ჯობდეს იქნებ მთლად უფერულობას... ან იქნებ არა? ან იქნებ არა?.. იქნება სწორედ ეს იყოს ყველაზე დიდი ტყუილი არსებობისა - წარმოსახვითი ბედნიერება განიავებული ოცნებებისა...
ძალით, საკუთარი სულის დასამშვიდებლად გაჩენილი იმედია ალბათ თავად იმედგაცრუება... იმედგაცრუება და მერე როგორი?-"გაყინული, უშინაარსო სამოთხე!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები