ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრნუკი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2019


ზღვა

                                                      ზღვა.......

მე  მიყვარს ზღვა!...    წვიმიან ამინდში მისი მოჩხუბარი ტალღების თვლა ცხრამდე, ზაფხულის თბილ ღამეებში კი მისი მსუბუქი, მშვიდი  სუნთქვის მოსმენა....
ერთი, ორი, სამი............ ცხრა!   
  ყველაზე დიდი,  ჩემზე ბევრად მაღალი ტალღა, მძლავრად ეხეთქება  ნაპირს და  სიბრაზესაც და სიყვარულსაც თეთრ ქაფად მიტოვებს ფეხებთან.......
წვიმის თბილი წვეთებისგან  უკვე  გალუმპული, ზღვის სიღრმეში შეღწევას ვდილობ,  რათა  ბოლომდე შევიგრძნო მისი გულისცემა!  ის კი  მაგდებს!  მეჩხუბება!    არ მიშვებს!.... თითქოს  უცხო ვიყო  მისთვის....  თითქოს ეშინია,  რომ ახლა, ამ აფორიქებულ გულში თუ ჩამიხუტებს,  თავს ვერ შეიკავებს  და თავის  მთავარ  საიდუმლოს  გამიმჟღავნებს...  ათასწლეულების მანძილზე ასე გულმოდგინედ დამალულსა და ნაფერებს ... 
მისი საკუთრებაა და იცავს!  რა ქნას............   
მეც  მიცავს!  საკუთარი თავისგან მიცავს! -  მეც  ხომ  მისი  ვარ!...
მე ხომ ის ვარ, ვინც მრავალი წლის წინ, სულ პატარამ, პირველი დანახვისთანავე  შევიგრძენი და შევიყვარე მისი ცეცხლწაკიდებული სული!.... 
მე ხომ ის ვარ,  ვისაც ყოველ ზაფხულს ასე მოუთმენლად მელოდა...
მე ხომ ის ვარ, ვინც გუშინ, იმ  მომაბეზრებელ  ადამიანებზე  უარი  ვთქვი  და  გაუგონარ გასეირნებაზე  მხოლოდ  მას  დავთანხმდი.   
მე ხომ ის ვარ, ვინც მთვლემარე, თბილ  ზედაპირზე  წამოწოლილი,  ხმელეთის  სიღრმიდან  მოტანილი ამბებს ვუყვებოდი  და  თან  მზიდან ჩამოყრილი სხივებით  ვართობდი  მის პატარა, ანც ტალღებს. 
მე ხომ  ის ვარ, ბავშვობიდან  ჭორიკანა  თოლიებს ლაპარაკს რომ არ ვაცდიდი  და    დელფინების მოლოდინში  მისსავე  მკლავებზე  ვიძინებდი! 
მე  ხომ  „ის“  ვარ!!! 
ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ მოვედი!  დავბრუნდი  გაზრდილი, შეცვლილი  და  აბობოქრებული ტალღების  მუქარას არად ვაგდებ.  ვცდილობ  წვიმის  წვეთების დახმარებით ბოლომდე  განვნივთდე მის წიაღში, მის სიღრმეში,  რათა ასე მაინც ამოვხსნა, ვიპოვო, მისი ნაფერები საიდუმლო!
ის  კი  -  მიცნობს.....  საკუთარ თავზე უკეთ მიცნობს.... 
ალბათ ამიტომაც  მიცავს  ამ  დამღუპველი  შემეცნებისგან!  მიცავს, რადგან იცის, საიდუმლო  არავის ეძლევა  ასე უბრალოდ,  არავის ეპატიება  უნებართვოდ  ზღვარის გადალხვა...  არც მე........
ის  თავისი სიყვარულისგან  მიცავს! 
მე  კი,  მაინც  მიყვარს  ზღვა!..    მიყვარს მისი ღელვა-მუქარა ავდარში  და მისი ზარმაცული, მსუბუქი სუნთქვა  ზაფხულის  თბილ ღამეებში... 
ზაფხული დამთავრდა და ზაფხულის მსგავსი შემოდგომის თბილი დღეებიც იწურება... შეხვედრამდე... მომავალ ზაფხულამდე...
14.09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები