გული სიყვარულითაა სავსე, ვინც უნდა იყო მოდი მძებნელო, ღვინო დალიოს შენმა ბაგემ ღვთაებრივი, ვინც უნდა იყო, ქრისტიანი თუ მუსლიმი, ბუდისტი თუ ინდუისტი, თეთრი თუ შავი, წითელი თუ ყვითელი, შენში ღმერთია, გახსნილ გულს რასაც მისცემ- შხამი იქნება თუ თაფლი, მიწა იქნება თუ ოქრო, ის მხოლოდ სიყვარულს გადმოაფრქვევს, იყო კაცი და აღარ არის კაცი, არამედ გაღმერთდა, იყო ღმერთი და დარჩა ღმერთად და განკაცდა, ყველაფერი ხვდება ყველაფერს, მე კი არაფერი ვიცი, რადგან გაშტერებული ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, მშვიდობა ცეკვავს ჩემს თვალებში და ყველა მნათობი შიგნიდან მაცვია, ვარსკვლავებით და ნისლეულებით, თანავარსკვლავედებით და პლანეტებით მოსილი მშვიდობა და სიყვარული იღვრება თვალებიდან, გულში გრილი ცეცხლია რომელიც არ წვავს, არამედ აცოცხლებს, რას ვხედავ, რა მესმის? ყველაფერს, არაფერს, სიჩუმეს, დუმარებას, არავინ ვარ შენში მყოფი და შენს ძებნაში დაუკარგავი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|