ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2019


**

დღეს საბოლოოდ დავაგვიანე,
საკუთარ თავთან მიტანა წამლის.
ბრმად ქექვა ვიწყე ჩემს გულში ნაგვის,
რადგან ცოდვები მტკიოდა. მწამს ის

რაც ჩემშია და რაც არის თქვენშიც.
გზები ბევრია, სწორი კი ერთი.
დღეს მივყვებოდი ქარსა და თქეშში,
ბილიკს,რომელიც არმიდის ღმერთთან.

და ეს სულს ჭამდა, მკლავდა და ახლა
ვხვდები,მზის სხივი მეცვლება ბნელით.
დილიდან გული,ვით ხმელი სახლი,
იწვის ცივ ცეცხლში,ჩუმად და ნელა.

და ჩემთვის ისევ,ვაპკურებ,ვაკმევ,
სიყვარულს ხალხის გულებში მალვით.
მე ვარ სიკვდილის ნათელი სარკე.
მე ვარ წლების წინ მოჭრილი ალვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები