ქართულ ლიტერატურის “უგზავნილო ამანათების” გამო - -
ამბობენ, ერთხელ ჰაინეს ერთი ამანათი მიუვიდა, თვალწარმტაცად შეფუთული, ბაფთებით შეკრული. ხსნა, ხსნა და ბოლოს ფარატინა ფურცელი შერჩა ორსიტყვიანი ტექსტით: ,,კარგად ვარ”. გამოხდა ხანი. ერთ დღესაც იმ მეგობარს კართან ასევე ლამაზად შეფუთული ვეებერთელა ამანათი დახვდა. ორი კაცის დახმარებით ძლივს დაძრა, რომ კარი გაეღო და შინ შეეტანა. ხსნა, ხსნა და აღმოჩნდა უზარმაზარი ქვა ჰაინეს წარწერით: “აი, ამხელა ლოდი მომეხსნა გულიდან, რომ გავიგე, კარგად ყოფილხარ”.
ეს ამბავი მაგონდება, როცა ქართული გამოკვლევებისა თუ კრიტიკული წერილების ერთ ნაწილს ვეცნობი. ადრესატი ხარ, მკითხველი ხარ, კითხულობ: ხსნი, ხსნი თვალწარმტაც შეფუთვას და შიგ ის ორი სიტყვაც სანატრელია.
ქართული კრიტიკის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ჩვენს კრიტიკოსებს ტექსტთან უშუალოდ შეხებისა - მისი კონკრეტული განსჯისა ეშინიათ, ამიტომ ირგვლივ უვლიან და ზოგად აზრებს იმეორებენ. (იმ ცნობილ ციტატას არ ვწერ, შეუმოწმებლად რამე რომ არ შემეშალოს). მართლაც ასე არ არის? -შემოხაზავენ ვეებერთელა კონტექსტს, ააგებენ სინქრონულ- დიაქრონულ ღერძებს და მთავარი სათქმელი, განსჯის საგანი ამასობაში ,,სახლში დარჩებათ” ხოლმე. ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ადრე სხვათა ომში ეგრევე, თავით გადავეშვებოდი... კაცმა რომ თქვას, “ჩემი” ომი არცა მქონია. ეჰ, სიბერევ, სიბერევ! ენა და ხელები რომ გექავება, ლუკმა თუ ყლუპი რომ ხელისგაწვდენაზეა და გატოკება გეზარება! ... ვისზე და რაზე ვწერ? გამგები - გაიგებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სად არის შეფასების კრიტერიუმები და კარგი ცხოვრება? :) მითუმეტეს კარგი შეფასების კრიტერიუმები
ცუდ დღეშია განათლება და შესაბამისად ლიტერატურაც ( ალბათ )
ნეტავ რომელ კრიტიკულ ტექსტებზეა საუბარი?
მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო
სად არის შეფასების კრიტერიუმები და კარგი ცხოვრება? :) მითუმეტეს კარგი შეფასების კრიტერიუმები
ცუდ დღეშია განათლება და შესაბამისად ლიტერატურაც ( ალბათ )
ნეტავ რომელ კრიტიკულ ტექსტებზეა საუბარი?
მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო
3. მირჩია ერთმა მეგობარმა თქვენი წერილი წამეკითხა ფეისბუქზე და ვერ მოვნახე. მირჩია ერთმა მეგობარმა თქვენი წერილი წამეკითხა ფეისბუქზე და ვერ მოვნახე.
2. მე ვიცი, რაზედაც წერთ, ქალბატონო ნინო. ძალიან ცუდია, როცა საბავშვო ლექსის ავტორი საკუთარს იცვას იმით, რომ სხვას შეურაცყოფას აყენებს. და საერთოდ, საბავშვო პოეზია აყალიბებს გემოვნებას. მე ვნახე პირველკლასელებს რასაც ასწავლიან და მინდა გითხრათ, საშინელებაა პირდაპირი გაგებით. სასწავლო პროგრამები ფსიქოლოგების კონტროლით უნდა შედგეს. ასე მგონია მე და შეიძლება, ვცდები. მე ვიცი, რაზედაც წერთ, ქალბატონო ნინო. ძალიან ცუდია, როცა საბავშვო ლექსის ავტორი საკუთარს იცვას იმით, რომ სხვას შეურაცყოფას აყენებს. და საერთოდ, საბავშვო პოეზია აყალიბებს გემოვნებას. მე ვნახე პირველკლასელებს რასაც ასწავლიან და მინდა გითხრათ, საშინელებაა პირდაპირი გაგებით. სასწავლო პროგრამები ფსიქოლოგების კონტროლით უნდა შედგეს. ასე მგონია მე და შეიძლება, ვცდები.
1. ეს პატარა კრიტიკული ოპუსიც აქ იყოს., რაკი ამ კაბინეტში თითქმის ყველაფერი მიდევს. ზემოთა ტექსტი უფრო ზოგადი ხასიათისაა და უშუალოდ ამ ოპუსში გამოთქმულ აზრს შეიძლება, არც ეხებოდეს.
ნინო დარბაისელი
საღამოს ბაზარი (სკოლის სახელმძღვანელოებში - საბავშვო პოეზიის გამო) - - - -
ნამდვილად არ გაემტყუნება ქართველ მკითხველს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი საბავშვო ლექსების გამო არცთუ სასიამოვნო აზრებს გამოთქვამს ფეისბუქზე. დღეს ქართულ საბავშვო პოეზიაში, - ნამდვილი საღამოს ბაზარია. კარგსა და ცუდს ერთი ფასი ადევს. შებნელებულზე ერთნაირადაც გამოიყურება და ერთმანეთისგანაც ძნელად გაირჩევა. პატრონი - ბითუმად ხელის გაცლას და შინ გაქცევას ცდილობს, ხელმოკლე მუშტარი - იაფად ყიდვას.
თუ მე ვცდები, დამისახელეთ რაიმე ბოლოდროინდელი, ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურა, გამოკვლევა, რომელიც დამეხმარება შეფასების კრიტერიუმების გარკვევაში.
თავად ავტორების მიერ ერთმანეთის საქებად გამოქვეყნებული წერილები ამ მხრივ რომ სიცხადეს ვერ შეიტანს პრობლემის გაშუქებაში, ეს ხომ საკამათოც არაა. ეს პატარა კრიტიკული ოპუსიც აქ იყოს., რაკი ამ კაბინეტში თითქმის ყველაფერი მიდევს. ზემოთა ტექსტი უფრო ზოგადი ხასიათისაა და უშუალოდ ამ ოპუსში გამოთქმულ აზრს შეიძლება, არც ეხებოდეს.
ნინო დარბაისელი
საღამოს ბაზარი (სკოლის სახელმძღვანელოებში - საბავშვო პოეზიის გამო) - - - -
ნამდვილად არ გაემტყუნება ქართველ მკითხველს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი საბავშვო ლექსების გამო არცთუ სასიამოვნო აზრებს გამოთქვამს ფეისბუქზე. დღეს ქართულ საბავშვო პოეზიაში, - ნამდვილი საღამოს ბაზარია. კარგსა და ცუდს ერთი ფასი ადევს. შებნელებულზე ერთნაირადაც გამოიყურება და ერთმანეთისგანაც ძნელად გაირჩევა. პატრონი - ბითუმად ხელის გაცლას და შინ გაქცევას ცდილობს, ხელმოკლე მუშტარი - იაფად ყიდვას.
თუ მე ვცდები, დამისახელეთ რაიმე ბოლოდროინდელი, ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურა, გამოკვლევა, რომელიც დამეხმარება შეფასების კრიტერიუმების გარკვევაში.
თავად ავტორების მიერ ერთმანეთის საქებად გამოქვეყნებული წერილები ამ მხრივ რომ სიცხადეს ვერ შეიტანს პრობლემის გაშუქებაში, ეს ხომ საკამათოც არაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|