ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2019


* * *

ტუჩებს ამდენჯერ გულით ნაფერებს,
თვალებს ათასჯერ დაკოცნილ სევდით,
ოცნებას შენზე ფიქრი აბერებს,
ერთმანეთს ალბათ შემთვევით შევხვდით,
შენი სურნელის ფონზე რითმები,
ემსგავსებიან მთვარიან ღამეს,
შენ ჩემი ყველა დარდი იქნები,
სისხლს და გონებას რაც გააწამებს,
იმ ღამეს კარგო, ვნებებით წვიმდა,
კედლებმა ერთურთს რა არ უამბეს,
შენს ყურთან ისევ ჩურჩული მინდა,
კისერთან მინდა ვსდიო ჟრუანტელს,
შენამდე მოდის, ბილიკი თუ გზა თუ კიბეა,
ისევ ემჩნევი ჩემი ფანჯრის უხმო მინაზე,
ხელებს ისერავს უშენობის ყველა იდეა,
შევისისხლხორცე შენი არსის მთელი სინაზე,
და პაემანი მოლოდინში ზის და ქვითინებს,
ვალსში პირველად დარღვეული სიჩუმე კვდება,
და სულ ერთია ეს ცხოვრებას რას დაგვიპირებს,
ჩემს ოცნებებში, შენი ყველა ოცნება ხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები