 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2019 |
და carpe diem, მეგობარო, ჰო, carpe diem... მოვიდა ღმერთი და თვალებში სიმშვიდე ჩადგა... და ფიქრი იყო ღამესავით იმგვარად ბნელი, შენამდე მოსვლა არ დასცალდა ჩემს ვარსკვლავს, ჩაქრა... სიბნელე რაა... არ არსებობს სიბნელე, ჩემო, სინათლეს როცა ვეღარ ვხედავთ, სიბნელე დგება... ჩვენ ხავსებივით ვეჭიდებით ერთმანეთს, ღმერთო... ჩვენს ერთად ყოფნას ახლა ჰქვია სახელად: შვება, რომ მარტოობამ არ გვაქციოს მარილის სვეტად, რომ სევდამ ისევ სილამაზე შეინარჩუნოს... მე და შენ, ღმერთო, რა ძალიან ჯიუტად ვბედავთ, ამ უსასტიკეს სიცივეშიც ვიგაზაფხულოთ... ჰო, carpe diem, მეგობარო, ჰო, carpe diem.. ხომ ხედავ, წამებს შეჩერება რაგვარად უნდათ... და სანამ სულშიც ჩამოდგება მკაცრი სიბნელე - სიყვარულისთვის დავუბრუნოთ სამყაროს ხურდად ჩვენ ჩვენი წილი ღიმილები, სითბოც ულევი, გახუნდებიან მარტოობით თვალები მერეც... მე და შენ, ჩემო, დაღლამდე რომ ერთმანეთს ვზიდავთ, უერთმანეთო ღამეებიც ტკივილით ვძერწეთ... და carpe diem, მეგობარო, ჰო, carpe diem.. არ მინდა შველა... დავიღუპო მინდა ამგვარად - ჩემში და შენში შეჩერებულ მაცხოვრის ხათრით - როცა თვალებში ერთმანეთის სევდა ჩამდგარა... ჰო, carpe diem, სულო ჩემო... ჰო, carpe diem..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ყველას <3 მადლობა ყველას <3
2. რა კარგი, ხარ, ნინიკო, შემოგევლე...მუსიკის სუნთქვა შემოვიდა ჩემში და ტკივილი დიდი. რა კარგი, ხარ, ნინიკო, შემოგევლე...მუსიკის სუნთქვა შემოვიდა ჩემში და ტკივილი დიდი.
1. ჰო. საჩემოა ჰო. საჩემოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|