ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2019


საუბარი დუმილთან

შენთან საუბარი მომინდა,
- როდიდან?- შენ მკითხე თვალებით.
მე მგონი, ზუსტად იმ დროიდან,
მარტო რომ რჩებიან ქალები...
მითხარი, დუმილი რად გიღირს,
ყოველთვის უთქმელი რა გრჩება?
- მიირთვი, სიმშვიდის გარნირი,
- იქნებ, შენც ჩემსავით დაგჩემდეს...
რატომ ხარ სულ ასე იდუმალ,
რატომ შეგაფასეს ოქროთი?
- ბურთივით ყელში გახიდულან,
- სიტყვები, რომლებიც მოქროდნენ...
მასწავლე დუმილის ანბანი,
სათქმელის გაწრთობა უთქმელში...
- ჯერ სიტყვის სეტყვაში განბანე
- დუმილი, რომ გექცეს ნუგეშად.
ვიჭერ ჩამოგდებულ პაუზებს,
ვკითხულობ პასუხებს მზერაში.
სიჩუმის “ხმაურს” თუ გავუძლებ,
ერთმანეთს გავუგეთ მე და შენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები