ღამდება. იღვიძებს დღისით ვინც იძინა. ღამდება. ქარია. ამინდი სიცილად იშლება. წვეთებად იმსხვრევა ზეცა და იღვრება სხეულში. ივსება. მეც ათას სიხარულს ვიტევ და ტკივილებს ვითავსებ. დილიდან დილამდე მხოლოდ შენს მინდაზე ვცოცხლობ და ვაშენებ. ზეცამდე დავეშვი. სანთლები ქარში და შენ კი ჩემს მკლავებში...