 | ავტორი: იადონი ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2019 |
დედა ვარ - დედას ვნატრულობ ხშირად, დედის ტიპაჟში ჩაჯდომას ვცდილობ.. წლები გავიდა, გავცერი ვფიცავ მოგონებები და არ დამინდო. რა ტკბილი არის თან საოცარი დედობა ყმის და უკვე გაზრდილის. ჯერ ხოხვას სწავლობთ, მერე კი ბობღვას მალე ტერფებზე მყარად გაგირბის. სულმოუთმენლად ელი ჯერ აღუს, შემდეგ კიჭებს და სიტყვებს, ნაბიჯებს.. ის კი ნელნელა, თანმიმდევრობით ყველა ბარიერს გადააბიჯებს.. თავისით ცდილობს ისწავლოს ჭამა. დაუხმარებლად იაროს გზაზე.. უყურებ მზის სხივს თმებში რომ მალავს, მზად ხარ ყოველთვის იზრუნო მასზე. დედა ვარ- დედას ვანტრულობ ხშირად.. მის კალთას, ღიმილს, ხელებს დაშაშხულს.. მინდა რომ დილით სალამი მითხრას, ძილინებისა კი დღის დასასრულს.. მაკოცოს შუბლზე, კარამდე მიმყვეს. უკვე წასული დამლოცოს გრძნობით.. განა ვის ეტყვი შენ საიდუმლოს, დედასავით და ისეთი ნდობით?! დედა ვარ- დედას ვნატრულობ ხშირად, მინდა მიმიკრას გულზე მტირალი: მითხრას რომ ყველა სირთულეს დავძლევ, ცრემლი შემიშროს მასზე მზირალი. სანამ დედა მყავს არ გავიზრდები, არ შემცივდება, არ ვიმათხოვრებ! ერთადერთია, ვინც ზუსტად ვიცი მთელი ცხოვრება არ მიმატოვებს!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყველას გვინდა გვყავდეს დედა, იმედად. დაე გვყავდეს! ყველას გვინდა გვყავდეს დედა, იმედად. დაე გვყავდეს!
1. საოცარი სითბო იგრძნობა საოცარი სითბო იგრძნობა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|