ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
7 მარტი, 2019


Emily Dickinson - Behold this little Bane (1438)

ემილი დიკინსონი - დახეთ მცირე შხამს, ყოველთა (1438)

დახეთ მცირე შხამს, ყოველთა
არსთა ჯილდოს და შესაქცევს,
მარტივსაც, შეუცნობელსაც -
სიყვარული რომ შეარქვეს!

მისი არქონით დარდობენ,
აქვთ და - სჭირდებათ წამალი,
სასუფეველში მარტოდენ
თუ ეპოვება ბადალი!

7 მარტი, 2019 წ.



Emily Dickinson - Behold this little Bane (1438)

Behold this little Bane -
The Boon of all alive -
As common as it is unknown
The name of it is Love –

To lack of it is Woe -
To own of it is Wound -
Not elsewhere - if in Paradise
Its Tantamount be found –

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები