ემილი დიკინსონი - ახირებული რამაა ნამყო (1203)
ახირებული რამაა ნამყო და მისი სახის პირისპირ ნახვით, ან მოგონება მოვა საამო, ან გულისტკენა თავსლაფის დასხმით.
თუ ვინმე შეხვდა აღუჭურველი, არ მიეკაროს, გაექცეს, ვურჩევ, რადგან ხანდახან მისი ლულები მაინც ისვრიან შელახულ ჭურვებს.
9 მარტი, 2019 წ.
Emily Dickinson - The Past is such a curious Creature (1203)
The Past is such a curious Creature To look her in the Face A Transport may receipt us Or a Disgrace —
Unarmed if any meet her I charge him fly Her faded Ammunition Might yet reply.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|