ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2019


ტექსტუალობა

"ძილის - მანძილის
დერიდა - არ მოერიდა
რიხი - კრიხი
აქანა - მანქანა
რითმები, არითმიები, შენ გაიძულებს ისიამოვნო.
ორგაზმი სექსის დანიშნულებაა და არა პოეზიის.
დაყარეთ ნერვული დაბოლოებები!
მიეცით ნამდვილ პოეზიას საშუალება ითამაშოს თქვენი ცნობიერით.
ნამდვილ სიცილს ღიტინი არ იწვევს.
ნამდვილი კომიკოსი შენი ცნობიერით თამაშობს და არა ნერვული დაბოლოებებით.
ნუ მისცემ პოეზიას მასტურბატორის დანიშნულებას.
შენ განაგებ იმას 100წლის ბებერთან დაწვები თუ აქილევსთან,
მთავარია ვის ფლირტს შეჭამ."

***
გაშიშვლდი და დამანახე შენი სხეულის ტექსტუალობა,
შენი სულის ნაგლეჯები შემაკოწიწებინე,
რომ გავიგო ჩემი თავის საწყისი და დასასრული.
შენ ისეთი ხარ, როგორიც მე.
და შენ ხვდები,
რომ არ არსებობს არც მეობა და არც შენობა,
რომ ყველა შენობა ექვემდებარება დესტრუქციას.
დეკონსტრუქცია - ეს არის იარაღი, რომელიც შენებას ემსახურება.
და თუ შენ ამ მანქანას წინ გადაუდგები, შენ არ იქნები გმირი,
შენ ხარ ხოჭო.
ვინაიდან ის შეჭამს შენს ტვინს და ფეკალურ ნაწილაკებს ჩაბეტონებულ ქალაქში გააფრქვევს.
მე ისეთი ვარ, როგორადაც შენ წამიკითხავ.
ტანის ფორმებზე 13წლის ბავშვები მასტურბირებენ,
მომეცი შანსი დაგანახო ნამდვილი სექსუალობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები