ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2009


მზე, ზღვა და მე.

ის ულამაზესი დღე არასოდეს დამავიწყდება,მაშინ უბედნიერსი ვიყავი.მხოლოდ მზე, ზღვა და მე, არავინ და არაფერი ჩვენს გარდა.
    საღამო იყო, ცხრათვალა მზე ჩადიოდა, მე ზღვის ნაპირთან ვიჯექი და მზის ჩასვლას შევყურებდი. ამ დროს უამრავ რამეზე ვფიქრობდი.ვხედავდი, თითქოს მზე  ალმაცერად მიღიმოდა და მეთამაშებოდა. ის გავარვარებული ბურთი, რომელიც სადღაც შორს, თვალუწვდენელ ადგილას იყო, ამბავს მიყვებოდა, თუ როგორი ბედნიერია იმის გამო, რომ ათბობს დედამიწასა და კაცობრიობას.მზემ თითქოსისიც მითხრა თუ რამდენ ჩიტს და თოლიას, რამდენ ყვავილს მოეფერადღეს ტავისი მცხუნვარე სხივებით. ვგრძნობდი თითქოს ცხრათვალა მზეს ჩემგან წასვლა არ უნდოდა, ამასცდილობდა მაგრამ რა ექნა, იგი ბუნების კანონებს წინ ვერ აღუდგებოდა.
    მე კი ვიჯექი ზღვის ნაპირთან. ზღვა მშვიდი იყო, არ ღელავდა. თითქოს ისიც მელაპარაკებოდა,თუ რამდენი ადმიანი ჩაიხუტა დღეს თავის ლურჯ კალთებში, რამდენ ადმიანს აჩუქა ამით ბედნიერება. თითონაც გახარებული იყო იმით რომ მის თავზე ასეთი ლამაზი ცხრათვალა მზე აცხუნებდა.
      წამოვდექი, ზღვა თვალუწვდენელი მეჩვენა,მეგონა თითქოს სადღაც შორს ზღვას  "პირი უნდა გაეღო და ის გავარვარებული ბურთი ჩაეყლაპა", მაგრამ მას ამაში ხელს ჩამავალი ცხრათვალა მზიდან გამოსტყორცნილი სხივი უშლიდა. ცას ავხედე, ლურჯ, ლამაზ ცას, რომელიც სარკესავით კრიალებდა. თითქოს ისიც მიცინოდა და "კაცობრიობის ამბებს" მიყვებოდა, ის ხომ მთელს დედამიწას "განაგებს".
      ამ ყველაფრის შემყურე ერთი წუთით დავფიქრდი, თუ რა მშვენიერია ბუნება, რა მრავლისმეტყველი და არმაფრთოვანებელია. მეგონა თითქოს ზღვა, მზე და მე ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით, ეს ყველაფერი კი ძალიან იდუმალი იყო, თავი ზღაპრულ სამყაროში მეგონა.
      ვიყავით მხოლოდ ცხრათვალა მზე, კამკამა ზღვა და მე...


ეკა ბაკურაძე. 05.02.09.  (ჩემი ქალიშვილი.)

                                                                                                                                                                                                                                                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები