ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2019


1992 წლის 6 იანვარი

შამპანიური გახსნეს, ციოდა
ერთი დღე აკლდა მაცხოვრის შობას
ქვეყანამ სადაც ყველას შიოდა
მაცხოვრის ნაცვლად ეშმაკი შობა

ზეცა კი იყო ღრუბლებით სავსე
და ბედნიერი ერი ხარობდა
დიდ გამარჯვებას საკუთარ თავზე
და ის დაღვრილ სისხლს სულ არ ნანობდა

დამწვრობის კვამლი ჰაერში ძრწოდა
თბილისის გულის დამწვრობის ალი
ამ ჰაერს სისხლიც კი შერეოდა
ქალაქმა კვლავაც დახუჭა თვალი

სისხლი სდიოდა ქაშვეთის ტაძარს
აკაკისა და ილიას კლავდნენ
და ვახტანგ მეფეს ასობდნენ ლახვარს
შოთა რუსთაველს უღმერთოდ წვავდნენ

აინვრის სუსხი აღარც ახსოვდათ
რადგან ზეიმი იყო სატანის
მათ ჯოჯოხეთის კუპრი ათფობდათ
რითინაც წვავდნენ ქალაქს ვახტანგის

ასე დაიქცა ჩემი ქალაქი
დანგრეულ სახლებს ბოლი სდიოდა
ისევ გოლგოთა, ისევ ღალატი
სისხლის მდინარე კვლავ მოდიოდა

ციოდა, ტყვია ეყარა გზაზე
ერთი დღე აკლდა მაცხოვრის შობას
მაგრამ ის კვლავაც გააკრეს ჯვარზე
ხალხმა მის ნაცვლად ეშმაკი შობა



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები