ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2019


არქიტექსტურა

არქიტექსტურა

გაქვავებული მუსიკა იქნებ მიწისძვრამ დაიხსნას.
ვხედავ
ძირს ყრია ჩუქურთმები, თაღები, სვეტები - შემოხეული ტანსაცმელი.
აფროდიტე გაშიშვლდა.
თავისი სხეულებრივი ფორმა შემოიძარცვა
და ზევსის მუხლებზე დაყარა.
ღმერთების სახლიც გა ხე ვებული მუსიკაა,
ბებერი მუხით შეფიცრული.
აზრი, რომელიც მოტივად გასდევს საღმრთო მუსიკას დარქმეულია.
სიტყვამ დაა ტყვე ვა ჭეშმარიტების შიშველი ტალღა.
ტალღა რომელსაც ჰქონდა ძალა გადაეარა ჩუქურთმიანი სვეტებისათვის
და გამოეხსნა ტყვეები
თავად გახდა ტყვე,
ტყვე საკუთარი პოტენციისა.
მე მივუყვები აღმართულ სვეტებს,
გამოთლილ თაღებს,
წარსულის ძეგლებს,
გა ხე ვებულ არქიტექტურას
და ვევედრები კაცობრიობას
აშოლტილ ღმერთებს გამოსძალონ ერთი მიწისძვრა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები