ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გაიძრე ტყავი...დაისვენე! გააღვიძე შენში ცხოველი, ეგ ხარ ახლა,გამოავლინე ასკრებული გრძნობა ყოველი. .............................................................................. დგება დრო,როდესაც ხვდები რომ შენ არ ხარ მარტო და ყოველთვის არის/იქნება ვინმე,ვინც იმაზე მეტად გაგიგებს,ვიდრე საკუთარი თავი(ყოველ შემთხვევაში იმედს მაინც არ კარგავ), ასეთი უტოპიური არსებები ხართ ადამიანები,იბადებით და მაშინაც იბრძვით! არსებობისთვის იბრძვით და არა სიცოცხლისთვის... სამწუხაროა... ყოველდღე იმდენ სიცრუეს,სიხარულს,მოთმინებას,სევდას,განცვიფრებასა და უამრავ გამაოგნებელ გრძნობებს ინელებთ!ჭამთ! ისაქმებთ! თითქოს არც მომხდარიყოს,თქვენ უბრალოდ უგრძნობი ადამიანები ხართ... მთავარია პატივმოყვარეობა გქონდეთ გადატენილი და თავს დამსახურებულ ადამიანებად გრძნობთ,ადამიანი კი ასეთი არაა ან მე მგონია ჩემი სიალალით,რომ არ უნდა იყოს ასეთი ადამიანი,უფრო მგრძნობიარე,ფიცხი,დრეკადი უნდა იყოს! ყოველი წუთი უნდა ემჩნეოდეს გავლილი ცხოვრების,სარკე ანუ თვალები,სადაც მუდამ დაინახავ წარსულს,მისი ენა ხმალზე მახვილი და ბუზე ბრძენი უნდა იყოს! აუცილებელია... მე ორი ვარ და მხოლოდ ერთს ხედავთ ან იმას ხედავთ რაც თქვენ უფრო გაწყობთ კონკრეტულ მომენტში,თქვენ ფარისეველ დავრდომილებს მაგონებთ,სიტუაციური სპეკულიანტები ყოველდღიურობაში-აი ეს ხართ ადამიანები,უსინათლოები და სმენადაქვეითებულები,მუნჯები ხართ! შეგიძლიათ იმდენად გაიზარდოთ,სადამდეც თქვენი ამბიცია აღწევს... ესაა თქვენი მაქსიმუმი,მერე მოკვდებით და სადღაც უკაცრიელ სასაფლაოზე,ისევე შენი ჯიშის ადამიანი,ალკოჰოლის თრობისგან გასიებულ შარდის ბუშტს დაგაცლით! ბოლო-ბოლო იმას მიიღებთ რაც დაიმსახურეთ,ცხოვრებაში ერთხელ მაინც... ნეტავ,ნეტავ ისეთ ადგილზე ვცხოვრობდე,სადაც მხოლოდ 1 სახლი იდგება,ყოველთვის გაზაფხული იქნება და ჩემივე ხელით მოვრწყავ ყვავილებს,რომლებიც ასევე ჩემივე ხელით იქნებიან დარგულები... ისე მოვუვლი,თითქოს მათთვის დავიბადე. აუცილებლად მეყოლება შველი,რომელსაც ბალახს ჩემი ხელით დავუკრეფ,ყოველ სისხამ დილას,ნამიან მინდორზე გადატყავებულ მუხლებსაც არ ვუწამლებ! საოცარია ბუნებრიობა... იქ ადამიანი არ იქნება,ვერ იქნება,მე არ ვიქნები ადამიანი,მე თავად მარტოობა ვიქნები,იქ არავინ ისაუბრებს,ყოველი დღე განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება... მე ვიცოცხლებ,თქვენ იარსებეთ! თქვენ დაუღუპეთ,მე გარდმოვიცვლები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია რომ ესმით შენი(ალბათ)... საერთოდ არ ვეთანხმები მაგ ფრაზას ქალბატონო მზია ))) კარგია რომ ესმით შენი(ალბათ)... საერთოდ არ ვეთანხმები მაგ ფრაზას ქალბატონო მზია )))
4. „ცხოვრება - ისაა, რაც გემართება, ვიდრე დაკავებული ხარ სხვა გეგმების დაწყობით”
„ცხოვრება - ისაა, რაც გემართება, ვიდრე დაკავებული ხარ სხვა გეგმების დაწყობით”
3. კორექტურები (მაგ. ბოლო წინადადება) ბუ ახლა ისეთი ბრძენი ფრინველია რო მისნაირი ენა ინატრო?)) ისე მე მესმის შენი+3 კორექტურები (მაგ. ბოლო წინადადება) ბუ ახლა ისეთი ბრძენი ფრინველია რო მისნაირი ენა ინატრო?)) ისე მე მესმის შენი+3
2. პროზა არაა მუხა,მე ძირითადად ჩანაწერებს ვდებ აქ,უბრალოდ პროზაულად ვასათაურებ... ანგელოზი არაა,უბრალოდ ჩემი დამოკიდებულებაა აბსოლიტური უპირატესობისკენ მიმართული... სულ ესაა პროზა არაა მუხა,მე ძირითადად ჩანაწერებს ვდებ აქ,უბრალოდ პროზაულად ვასათაურებ... ანგელოზი არაა,უბრალოდ ჩემი დამოკიდებულებაა აბსოლიტური უპირატესობისკენ მიმართული... სულ ესაა
1. ვითომ ეს პროზაა? ადამიანი არ არის ანგელოზი, მიწიერია , იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. მეტი ოპიმიზმი, მეტი ოპტიმიზმი!
ვითომ ეს პროზაა? ადამიანი არ არის ანგელოზი, მიწიერია , იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. მეტი ოპიმიზმი, მეტი ოპტიმიზმი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|