მე მოვდივარ, როგორც ობობის ქსელი, როგორც განსაცდელი, მე მოვდივარ, მზეს მთვარე ფარავს, ხერხემალზე ამოდის გველი, სიცივე ყინავს ფილტვებს და არ გელი, მსურს მოვიცვა ყველა და ყველაფერი, და ვახერხებ კიდეც ამას, როცა ვაღიარებ, რომ ამას ვერ ვახერხებ, მძიმეა ყოფა, და ეჭვი ამსხვრევს რწმენას, იქნებ ორაზროვანია ყველაფერი რასაც ლოცვის სიტყვებში ვიმეორებ, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმა ვარ, ჰეჰ, მხედველი რომ ვიყო, ხომ დავინახავდი რა, საიდან და როგორ ხდება, როგორ არის, სიმართლე გაელვებული სიზმრებივით მოდის, როგორც მდინარეში ამხტარი კალმახი, თვალს შეავლებ და ისევ წყალს უბრუნდება, მერე ისევ მდინარისპირა ხრეში. ხრეში. ხრეში, არ მსურს ამ ხრეშისგან სახლის აგება, მიუხედავად იმისა, რომ გზად უამრავ ასეთ სახლს ვხედავ, მდინარეში შევდივარ და კალმახებს მივყვები, მდინარეები ოკეანეებს უერთდებიანო ვიღაცებმა თქვეს ამას წინათ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყველა მდინარე არა )) ყველა მდინარე არა ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|