კარგად, რომ დაფიქრდე, უფრო კარგად ვიდრე აქამდე და ყველა სახის ილუზია ასე გაშიფრო, ისე ხედავდე ყოველივეს, როგორცაა სინამდვილეში, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, მაგალითად ასხვავებდე სახლის შენობის თანამედროვე გამოქვაბულსა და \"შინ\"-ის შეგრძნებას, და ემოციის ბიოქიმიას ასხვავებდე ცნობიერებისგან, ნუ დამიჯერებ, თავად სცადე- ბუდა გახდები ანდაც ქრისტე, ორივ დიდია, მაგრამ მისტერიებში იესოს მსგავსი არ ყოფილა დღესამომდე ჯერაც არავინ, რადგანაც ბუდა მაგალითია სრულყოფილი ადამიანის, ხოლო ქრისტე და იესო სხვადასხვაა სულაც, ზოგი წერს ი.ქრისტე, თითქოსდა ქრისტე შთამომავლობითი გენეტიკა ყოფილიყოს ალფაბეტით გადმოცემული, მოცემულობა კი ასეთია: ხელში აიღებ თაგუნიას და თეთრი ისრით, ისე გადაშლი ცხოვრების ფურცელს და ამ ლექსსაც, თითქოს შემდეგ ინკარნაციაში გადასქროლე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :) არ გგავს :) :) არ გგავს :)
1. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ დაივიწყებ ისე როგორც მე შენ ისე როგორც წვიმა და სველი ფოთოლი როგორც ქარი და შემოსხნილი კაშნე რაც ვიბოდიალე, იყოს ასე არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ დაივიწყებ ისე როგორც მე შენ ისე როგორც წვიმა და სველი ფოთოლი როგორც ქარი და შემოსხნილი კაშნე რაც ვიბოდიალე, იყოს ასე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|