ნინო დარბაისელი
მშობლიურს სანაგვეზედა - - - -
"ტერენტის- სანაგვეზე ეძინაო, მეფესაც სახლ-კარი გაუნაგვეს, ყველგან ტალახი შერევია წყალს სამტკვრესა და საარაგვეს".
ეს რა სისულელე გვითხარიო, მთლად თავი რად გაინაგავე, წაშალე ეგ ლექსი სასწრაფოდო! მწერენ და მთაგავენ, მთაგავენ...
ნაგავი სიტყვააო კუმშვადი, სულ დაგვიწყებიაო კუმშვა-კვეცა. ჩვენ - ჭირი ჩვენიც გვეყოფაო, აღარ გვინდაო გარე-მატრაკვეცა!
ენას კბილები დააჭირეო, მიშვებული ენა - გველიაო. ნაგვის მეტს ვინც ვერას ვერ ხედავს, მენაგვეა და მენაგველიაო..
მე ვეღარ მიშველის ეგ რჩევები, წრფელი და ამხანაგური მწარედ მაქვს გრძნობა არეული, ფიქრები მაქვს ახლა ნაგვური.
იქ, სადაც ვერ ხარობს ნარგავი, ყვავილი - გარემოს მქარგავი, სადაც ითელება წიხლებით, პოეტი - არდასაკარგავი, თუ გინდათ, იძახეთ სამოთხეაო, ნაგავი იქნება, ნაგავი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ,,იქ, სადაც ვერ ხარობს ნარგავი, ყვავილი - გარემოს მქარგავი, სადაც ითელება წიხლებით, პოეტი - არდასაკარგავი, თუ გინდათ, იძახეთ სამოთხეაო, ნაგავი იქნება, ნაგავი!\"
არ შეგეშინდეს! არ ვქცეულვართ სოდომ და გომორ, არც უფლის ცეცხლი დაგვეფრქვევა თავზე უღირსთა, წყალი-მოწყალეს,უფლის კალთა ქვრივსა და ობოლს, უკრავს ნიკალას წმიდა სევდა წვიმის მუსიკას. ,,იქ, სადაც ვერ ხარობს ნარგავი, ყვავილი - გარემოს მქარგავი, სადაც ითელება წიხლებით, პოეტი - არდასაკარგავი, თუ გინდათ, იძახეთ სამოთხეაო, ნაგავი იქნება, ნაგავი!\"
არ შეგეშინდეს! არ ვქცეულვართ სოდომ და გომორ, არც უფლის ცეცხლი დაგვეფრქვევა თავზე უღირსთა, წყალი-მოწყალეს,უფლის კალთა ქვრივსა და ობოლს, უკრავს ნიკალას წმიდა სევდა წვიმის მუსიკას.
8. შეიძლება ადრეც დამიწერია ასეთი კომენტარი თქვენთან, მაგრამ... ცოტა ვიცი, სიტყვა რომ ასე მოჰყვება. შეიძლება ადრეც დამიწერია ასეთი კომენტარი თქვენთან, მაგრამ... ცოტა ვიცი, სიტყვა რომ ასე მოჰყვება.
7. მართალი ბრძანდები, მაგრამ მაინც სამოთხეა. მართალი ბრძანდები, მაგრამ მაინც სამოთხეა.
6. კეთილი იუმორით შეგვიძლია „თავნება ლექსი“ ვუწოდოთ. :))) კეთილი იუმორით შეგვიძლია „თავნება ლექსი“ ვუწოდოთ. :)))
5. მზია, ჯონათან, ნონა მადლობა! ჯონათან, საყურადღებო შენიშვნაა და საშუალებას მიჩენს ორიოდე რამ განვმარტო ლექსთან დაკავშირებით. ორმაგი უარყოფა - მე მებუნებრივება და არც გრამატიკოსები კრძალავენ ძალიან. მგონი, ქართულის სასკოლო სახელმძღვანელოშიც ჰქონდა ვასაძესაც შეტანილი, როგორც დასაშვებია ფორმა. ამ ლექსის რიტმს თუ დაუკვირდები: გარეგნულად - ბოლო სტროფის გარდა, სულ კატრენებია. სტრიქონებზე მარცვალთა რაოდენობა კი ძალიან არეული. მეტიც, სილაბურ-ტონური თეორიის მხარდამჭერებსაც დააბნევს, არც იმ სისტემის სქემათაგან რომელიმეს ერგება , პოლიმეტრიაც, ანუ რამდენიმე და ომის შერევაც ვერ გამოდის... არადა, აშკარად საგრძნობია რაღაც რიტმული კანონზომიერება, რომელიც სადღაც, თითქოს ლექსის გარეთაა გატანილი, ლექსში კი ხან რაღაც ბევრი - ზედმეტია, ხან რაღაც ბევრი თუ ცოტა აკლია, რომ “გაიმართოს”... თან თითქოს კლასიკაზე პაროდიაა, რამდენიმე ზუსტი, ორიგინალური მაჯამური რითმაც რომ “ ჩაუგდია” ავტორს!... კონვენციური ლექსია? - არ არის. ვერლიბრია? ასევე- არა! მათ შორის რაიმე, გარდამავალი სახეობაა? არა. რა უბედურებაა ეს!
რუსულ ლექსმცოდნეობაში არსებობს ცნობილი ტერმინი ,,ვოლნი სტიხ”, საუკეთესო თარგმანი ალბათ ,,ნებითი ლექსი” იქნება. ქართულ პოეზიაშიც გვაქვს ამის ტრადიცია. უახლოესი მაგალითებიდან- ლებანიძის ცალკეულ ცდებს დავასახელებდი (თუმცა იგი პოლიმეტრიაში “უკეთ გრძნობს თავს.”) ამჯერად ჩემი ჩანაფიქრი “ნებითი ლექსის” შექმნა იყო, რათა ყური გამეხალისებინა, თუმცა აქ შინაარსი რომ ვერა მთლად სახალისო, აშკარაა. რაც გამომივიდა, თქვენ წინაშეა!
მზია, ჯონათან, ნონა მადლობა! ჯონათან, საყურადღებო შენიშვნაა და საშუალებას მიჩენს ორიოდე რამ განვმარტო ლექსთან დაკავშირებით. ორმაგი უარყოფა - მე მებუნებრივება და არც გრამატიკოსები კრძალავენ ძალიან. მგონი, ქართულის სასკოლო სახელმძღვანელოშიც ჰქონდა ვასაძესაც შეტანილი, როგორც დასაშვებია ფორმა. ამ ლექსის რიტმს თუ დაუკვირდები: გარეგნულად - ბოლო სტროფის გარდა, სულ კატრენებია. სტრიქონებზე მარცვალთა რაოდენობა კი ძალიან არეული. მეტიც, სილაბურ-ტონური თეორიის მხარდამჭერებსაც დააბნევს, არც იმ სისტემის სქემათაგან რომელიმეს ერგება , პოლიმეტრიაც, ანუ რამდენიმე და ომის შერევაც ვერ გამოდის... არადა, აშკარად საგრძნობია რაღაც რიტმული კანონზომიერება, რომელიც სადღაც, თითქოს ლექსის გარეთაა გატანილი, ლექსში კი ხან რაღაც ბევრი - ზედმეტია, ხან რაღაც ბევრი თუ ცოტა აკლია, რომ “გაიმართოს”... თან თითქოს კლასიკაზე პაროდიაა, რამდენიმე ზუსტი, ორიგინალური მაჯამური რითმაც რომ “ ჩაუგდია” ავტორს!... კონვენციური ლექსია? - არ არის. ვერლიბრია? ასევე- არა! მათ შორის რაიმე, გარდამავალი სახეობაა? არა. რა უბედურებაა ეს!
რუსულ ლექსმცოდნეობაში არსებობს ცნობილი ტერმინი ,,ვოლნი სტიხ”, საუკეთესო თარგმანი ალბათ ,,ნებითი ლექსი” იქნება. ქართულ პოეზიაშიც გვაქვს ამის ტრადიცია. უახლოესი მაგალითებიდან- ლებანიძის ცალკეულ ცდებს დავასახელებდი (თუმცა იგი პოლიმეტრიაში “უკეთ გრძნობს თავს.”) ამჯერად ჩემი ჩანაფიქრი “ნებითი ლექსის” შექმნა იყო, რათა ყური გამეხალისებინა, თუმცა აქ შინაარსი რომ ვერა მთლად სახალისო, აშკარაა. რაც გამომივიდა, თქვენ წინაშეა!
4. მზია, ჯონათან, ნონა მადლობა! ჯონათან, საყურადღებო შენიშვნაა და საშუალებას მიჩენს ორიოდე რამ განვმარტო ლექსთან დაკავშირებით. ორმაგი უარყოფა - მე მებუნებრივება და არც გრამატიკოსები კრძალავენ ძალიან. მგონი, ქართულის სასკოლო სახელმძღვანელოშიც ჰქონდა ვასაძესაც შეტანილი, როგორც დასაშვებია ფორმა. ამ ლექსის რიტმს თუ დაუკვირდები: გარეგნულად - ბოლო სტროფის გარდა, სულ კატრენებია. სტრიქონებზე მარცვალთა რაოდენობა კი ძალიან არეული. მეტიც, სილაბურ-ტონური თეორიის მხარდამჭერებსაც დააბნევს, არც იმ სისტემის სქემათაგან რომელიმეს ერგება , პოლიმეტრიაც, ანუ რამდენიმე და ომის შერევაც ვერ გამოდის... არადა, აშკარად საგრძნობია რაღაც რიტმული კანონზომიერება რომელიც სადღაც, თითქოს ლექსის გარეთაა გატანილი, ლექსში კი ხან რაღაც ბევრი- ზედმეტია, ხან რაღაც ბევრი თუ ცოტა აკლია, რომ “გაიმართოს”... თან თითქოს კლასიკაზე პაროდიაა, რამდენიმე ზუსტი, ორიგინალური მაჯამური რითმაც რომ “ ჩაუგდია” ავტორს... კონვენციური ლექსია? - არ არის. ვერლიბრია? ასევე- არა! მათ შორის რაიმე, გარდამავალი სახეობაა? არა. რა უბედურებაა ეს!
რუსულ ლექსმცოდნეობაში არსებობს ცნობილი ტერმინი ,, ვოლნი სტიხ”, საუკეთესო თარგმანი ალბათ ,, ნებითი ლექსი” იქნება. ქართულ პოეზიაში გვაქვს ამის ტრადიცია. უახლოესი მაგალითები დან- ლებანიძის ცალკეულ ცდებს დავასახელებდი (თუმცა იგი პოლიმეტრიაში “უკეთ გრძნობს თავს.”) ამჯერად ჩემი ჩანაფიქრი “ნებითი ლექსის” შექმნა იყო.
მზია, ჯონათან, ნონა მადლობა! ჯონათან, საყურადღებო შენიშვნაა და საშუალებას მიჩენს ორიოდე რამ განვმარტო ლექსთან დაკავშირებით. ორმაგი უარყოფა - მე მებუნებრივება და არც გრამატიკოსები კრძალავენ ძალიან. მგონი, ქართულის სასკოლო სახელმძღვანელოშიც ჰქონდა ვასაძესაც შეტანილი, როგორც დასაშვებია ფორმა. ამ ლექსის რიტმს თუ დაუკვირდები: გარეგნულად - ბოლო სტროფის გარდა, სულ კატრენებია. სტრიქონებზე მარცვალთა რაოდენობა კი ძალიან არეული. მეტიც, სილაბურ-ტონური თეორიის მხარდამჭერებსაც დააბნევს, არც იმ სისტემის სქემათაგან რომელიმეს ერგება , პოლიმეტრიაც, ანუ რამდენიმე და ომის შერევაც ვერ გამოდის... არადა, აშკარად საგრძნობია რაღაც რიტმული კანონზომიერება რომელიც სადღაც, თითქოს ლექსის გარეთაა გატანილი, ლექსში კი ხან რაღაც ბევრი- ზედმეტია, ხან რაღაც ბევრი თუ ცოტა აკლია, რომ “გაიმართოს”... თან თითქოს კლასიკაზე პაროდიაა, რამდენიმე ზუსტი, ორიგინალური მაჯამური რითმაც რომ “ ჩაუგდია” ავტორს... კონვენციური ლექსია? - არ არის. ვერლიბრია? ასევე- არა! მათ შორის რაიმე, გარდამავალი სახეობაა? არა. რა უბედურებაა ეს!
რუსულ ლექსმცოდნეობაში არსებობს ცნობილი ტერმინი ,, ვოლნი სტიხ”, საუკეთესო თარგმანი ალბათ ,, ნებითი ლექსი” იქნება. ქართულ პოეზიაში გვაქვს ამის ტრადიცია. უახლოესი მაგალითები დან- ლებანიძის ცალკეულ ცდებს დავასახელებდი (თუმცა იგი პოლიმეტრიაში “უკეთ გრძნობს თავს.”) ამჯერად ჩემი ჩანაფიქრი “ნებითი ლექსის” შექმნა იყო.
3. ლექსი_ გულისტკივილი. ლექსი_ გულისტკივილი.
2. " ამ სიძულვილშიც რაოდენი სიყვარულია..."
"ნაგვის მეტს ვინც ვერას ვერ ხედავს,"- აქ მგონი " ვერ" ზედმეტია :)
" ამ სიძულვილშიც რაოდენი სიყვარულია..."
"ნაგვის მეტს ვინც ვერას ვერ ხედავს,"- აქ მგონი " ვერ" ზედმეტია :)
1. რა მწარე ლექსია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ერმა, არ ვიცით, რა გვინდა. ძირითად საკითხებშიც კი ვერ ვთანხმდებით. ეს „მეფე–დედოფლის“ ამბავიც შექმნილი სიტუაციის ლოგიკური გაგრძელებაა. არადა ნუგზარ ბაგრატიონის და ლეილა ყიფიანის ქალიშვილი გააშორეს ქმარს და მიზანმიმართულად შერთეს ამ ესპანელ „ბაგრატიონს“(რომელიც ცრუ ბაგრატიონი აღმოჩნდა), რომ მათი შვილი დედითაც და მამითაც /სხვადასხვა შტოს/ ბაგრატიონი ყოფილიყო. ასეთი „ტახტის“ /სადა გვაქვს ეს ტახტი?/ მემკვიდრე სურდათ და მიიღეს, რაც ეკუთვნოდათ. ამ ბავშვმა რა დააშავა? მოტნეულია უფროსების ორომტრიალში. რა მწარე ლექსია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ერმა, არ ვიცით, რა გვინდა. ძირითად საკითხებშიც კი ვერ ვთანხმდებით. ეს „მეფე–დედოფლის“ ამბავიც შექმნილი სიტუაციის ლოგიკური გაგრძელებაა. არადა ნუგზარ ბაგრატიონის და ლეილა ყიფიანის ქალიშვილი გააშორეს ქმარს და მიზანმიმართულად შერთეს ამ ესპანელ „ბაგრატიონს“(რომელიც ცრუ ბაგრატიონი აღმოჩნდა), რომ მათი შვილი დედითაც და მამითაც /სხვადასხვა შტოს/ ბაგრატიონი ყოფილიყო. ასეთი „ტახტის“ /სადა გვაქვს ეს ტახტი?/ მემკვიდრე სურდათ და მიიღეს, რაც ეკუთვნოდათ. ამ ბავშვმა რა დააშავა? მოტნეულია უფროსების ორომტრიალში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|