ახალა განიცდი ოკუპირებულ გულის მესამედს, და ის ნაქები თეთრი სხეული აღარ ნულდება, მე პოეზიით გადმოვდივარ შენთან ალავერდს, რომ კოშმარული მონატრებები უფერულდება.
ვხედავ ოთახში,უშენობის სივრცის ნახევარს, ლურჯი ნისლებით გისველდება შენ ალბათ ღაწვი, ზამთარი როგორ ეუბნება ფოთლებს სამძიმარს, შენ რომ მაჩუქე ის სიყვარული და ფოტო დავწვი.
ზამთარი ისევ არალეგალურ მიიღებს ფორმას, დისსოცირდება შემოდგომას და გაზაფხულს შორის, ძველი თარიღით რაც ვიცოდით მე და შენ ორმა, დღეს ყველამ იცის და ჩვენზე ისევ ტრიალებს ჭორი.
ახლა სიცივე ჩამიწვება როგორც მეძავი, ჭექაქუხილზე ახმაურდება ფანჯრის მინები... ეს ზეცა მორწყავს არემარეს როგორც მებაღე, და ჩემს ცხოვრებას მე კიდევ ერთხელ შევიგინები.
განიცდი ისევ,ვარ ოკუპანტი მაგრამ უბრძოლო, დაწყნარდი,ირგვლივ ეს კედლებიც ხედავ მშვიდია, ძველ მონატრებებს როგორ მინდა კვლავ ჩავუქროლო, ახლა ჩემს გულში სიყვარულის გენოციდია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. სიყვარულის გენოციდი ..კაი მიგნებაა:) სიყვარულის გენოციდი ..კაი მიგნებაა:)
17. ორიგინალურია! კორექტურები გაასწორე: დისლოცირდება, არალეგალურს. ,,ვხედავ ოთახშის'' შემდეგ მძიმე ზედმეტია. აჯობებს ,,და ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ შევიგინები.'' ორიგინალურია! კორექტურები გაასწორე: დისლოცირდება, არალეგალურს. ,,ვხედავ ოთახშის`` შემდეგ მძიმე ზედმეტია. აჯობებს ,,და ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ შევიგინები.``
16. ძალიან, ძალიან მომეწონა!!! ძალიან, ძალიან მომეწონა!!!
14. ძალიან კარგია. :) ძალიან კარგია. :)
13. ახლა სიცივე ჩამიწვება როგორც მეძავი, ჭექაქუხილზე ახმაურდება ფანჯრის მინები... ეს ზეცა მორწყავს არემარეს როგორც მებაღე, და ჩემს ცხოვრებას მე კიდევ ერთხელ შევიგინები.
განიცდი ისევ,ვარ ოკუპანტი მაგრამ უბრძოლო, დაწყნარდი,ირგვლივ ეს კედლებიც ხედავ მშვიდია, ძველ მონატრებებს როგორ მინდა კვლავ ჩავუქროლო, ახლა ჩემს გულში სიყვარულის გენოციდია... ამ სტროფებმა მომიტანა განცდა...4 ახლა სიცივე ჩამიწვება როგორც მეძავი, ჭექაქუხილზე ახმაურდება ფანჯრის მინები... ეს ზეცა მორწყავს არემარეს როგორც მებაღე, და ჩემს ცხოვრებას მე კიდევ ერთხელ შევიგინები.
განიცდი ისევ,ვარ ოკუპანტი მაგრამ უბრძოლო, დაწყნარდი,ირგვლივ ეს კედლებიც ხედავ მშვიდია, ძველ მონატრებებს როგორ მინდა კვლავ ჩავუქროლო, ახლა ჩემს გულში სიყვარულის გენოციდია... ამ სტროფებმა მომიტანა განცდა...4
11. ზედვაკელს არ ვეთანხმები...ლექსს ყველა სიტყვა უხდება,კონტექსტურად თუა თავის ადგილზე და ყურით მოთრეული თუ არაა...სწორად უთქვია ფორუმთმავალს... ზედვაკელს არ ვეთანხმები...ლექსს ყველა სიტყვა უხდება,კონტექსტურად თუა თავის ადგილზე და ყურით მოთრეული თუ არაა...სწორად უთქვია ფორუმთმავალს...
10. რობერტს და თამარს ვეთანხმები :) რობერტს და თამარს ვეთანხმები :)
9. შენ რომ მაჩუქე ის სიყვარული და ფოტო დავწვი. ხელაია შენ რომ დაგიწერე, ის ლექსი დავწვი ჩერქეზიშვილი :)
გადატვირთულია უცხო სიტყვებით.
შენ რომ მაჩუქე ის სიყვარული და ფოტო დავწვი. ხელაია შენ რომ დაგიწერე, ის ლექსი დავწვი ჩერქეზიშვილი :)
გადატვირთულია უცხო სიტყვებით.
8. ოკუპირებულ არალეგალურ გენოციდი
ეს სიტყვები არ მომეწონა,არ უხდება ლექსს ასეთები. ეს ჩემი აზრია,უბრალო მკითხველის და გულთანაც ნუ მიიტან ნამეტანი. ფორუმთმავალი მედავებოდა ამაზე გუშინ,თუ არ ვცდები-,,ნეტა ვინ ადგენოსო პოეზიის ენასო". და მე ვუპასუხე: ,,ყურები!" გამგები გაიგებს:) ადიოს! ოკუპირებულ არალეგალურ გენოციდი
ეს სიტყვები არ მომეწონა,არ უხდება ლექსს ასეთები. ეს ჩემი აზრია,უბრალო მკითხველის და გულთანაც ნუ მიიტან ნამეტანი. ფორუმთმავალი მედავებოდა ამაზე გუშინ,თუ არ ვცდები-,,ნეტა ვინ ადგენოსო პოეზიის ენასო". და მე ვუპასუხე: ,,ყურები!" გამგები გაიგებს:) ადიოს!
7. მშვენიერია!!! ძალიან საინტერესოდ გადმოსცემ სათქმელს!!! რითმიიი!!! ;) მშვენიერია!!! ძალიან საინტერესოდ გადმოსცემ სათქმელს!!! რითმიიი!!! ;)
6. ზამთარი ისევ არალეგალურ მიიღებს ფორმას, დისსოცირდება შემოდგომას და გაზაფხულს შორის, ძველი თარიღით რაც ვიცოდით მე და შენ ორმა, დღეს ყველამ იცის და ჩვენზე ისევ ტრიალებს ჭორი.
... იგრძნობა დიდი პოტენცია_მომავალ წარმატებათა საწინდარი.
ზამთარი ისევ არალეგალურ მიიღებს ფორმას, დისსოცირდება შემოდგომას და გაზაფხულს შორის, ძველი თარიღით რაც ვიცოდით მე და შენ ორმა, დღეს ყველამ იცის და ჩვენზე ისევ ტრიალებს ჭორი.
... იგრძნობა დიდი პოტენცია_მომავალ წარმატებათა საწინდარი.
5. რობიმ მეორედ დამასწრო და ჩემი სათქმელი თქვა: რიტმიდან ნუ ამოვარდები, იმედო! :) რობიმ მეორედ დამასწრო და ჩემი სათქმელი თქვა: რიტმიდან ნუ ამოვარდები, იმედო! :)
4. ლექსი კარგია, თუმცა შეიძლება ალბათ მიბრუნებაც და მთლად უკეთესი იქნება. მაგრამ, იმედომ უკეთ იცის ალბათ თავისი საქმის. ;) ლექსი კარგია, თუმცა შეიძლება ალბათ მიბრუნებაც და მთლად უკეთესი იქნება. მაგრამ, იმედომ უკეთ იცის ალბათ თავისი საქმის. ;)
3. ბატონ რობერტს ვეთანხმები. და თან კიდევ მე ესეთ ლექსებს მაინც და მაინც ვერ. ამიტომ ... დროებით იმედო. იმედია ახალი რამე საჩემოსავით იქნება . : )
ბატონ რობერტს ვეთანხმები. და თან კიდევ მე ესეთ ლექსებს მაინც და მაინც ვერ. ამიტომ ... დროებით იმედო. იმედია ახალი რამე საჩემოსავით იქნება . : )
2. სალამი ძმას! სალამი ძმას!
1. მე პოეზიით გადმოვდივარ შენთან ალავერდს,
კარგია, იმედო, მაგრამ რიტმიდან თუ არ ამოვარდები ასეთ ლექსებში, კიდევ უფრო უკეთესი იქნება........ 4 მე პოეზიით გადმოვდივარ შენთან ალავერდს,
კარგია, იმედო, მაგრამ რიტმიდან თუ არ ამოვარდები ასეთ ლექსებში, კიდევ უფრო უკეთესი იქნება........ 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|