 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2019 |
თავკომბალები ისხდნენ ნაპირთან, სიცილის გუბე ყარდა ხმაურით. იწელებოდნენ ჩრდილები ღელვით არა უმეტეს ჩემი ტანისა. ადამიანის თვალების ფსკერი ბლანტია როგორც ზიზღის საფლობი და ზედაპირზე ლივლივებს სევდად მოჩვენებითი შემწყნარებლობა. თავკომბეალები ვერაფრით ხსნიან, რა ემართებათ ციცინათელებს, გაცრუებული იმედებივით რომ ქრებიან და იფანტებიან. აქ სანამ ღამეს ხელებივით დაუწვრილდება, სუნთქვა შეკრული სხეულიდან დღის წანაზარდი, სანამ მზის უკან ძილის ღმერთი გაიხიზნება და ბოლო სხივსაც გამოაძევებს, რომ მიაბჯინოს მოქუფრულ კისერს, როგორც დათოვლილ ციცაბოს შიში, მანამ ვიდგები მოხრილი წყალთან. ძაფზე დავკიდებ გამბედაობას, კბილს და მეზობლის კარის სახელურს ტკივილის გამო რომ გამოვაბი. არ გავიხსენებ რამდენ ხანს მქონდა ლოდინი ვინმე დამკაკუნებლის, რომელმაც აღარ ჩამოიარა. რა იცით იმის შესახებ როგორ გამოვაკარი ოთახის კედლებს ეპითელური ქსოვილის აპკი, რომ აებურცა ბუსუსებად ყვითელ ზედაპირს, მთელი გულ-გვამის ფუყე სანგარში, ერთ დროს ნასწავლი ღიმილის კვალი, როგორც ნოტიო შლამით ნაჟღენთი, რომ მოჟონავდა, რა ხანია გამოიფიტა. არავის უკვირს ამ მასალით როგორ შევძელი უფორმო ჩრდილის შეკოწიწება. თავკომბალები შესხდნენ კამეჩზე, წყალში ჩამხრჩვალი კამეჩის ლეშზე. და გავიფიქრე რომ შეირხას - კუდი კამეჩის, წვერი თხისა და თვალი კაჭკაჭის, ჩემს შორი ახლოს რომ გატრუნულან?... ან ეს ჩრდილები ქიცინმა რომ გადაიყოლოს, რაღა დარჩება ჩემი ქანციდან? თუ საბოლოოდ ისე გაქრა რომ აღარ მეყოს - თავზე წაყრილი ნაცრის საჩიჩქნად, წყალში გამდნარი ღამის სადევნად, ყელში ჩაღვრილი თმენის სატირლად, გულში ჩაღვრილი ღვარძლის საფხეკად, ცაში გამქრალი ლოცვის სამხილად. რა მოჟამული დღეა ბავშვობის პერიოდივით უხსენებელი. გავმართე ტანი, სილუეტმა იგრძნო სიმაღლე. გამოვუხშირე ფერდებს ჰაერი. ის ბუდეები ავიფარე თვალებზე, წეღან ქარმა ნაპირთან რომ მოაგორა და გავაგრძელე ყურება გუბის, უღიმღამობის გამოსატოპად. არ მახსოვს როდის გამომესარჩლა ბოლო ჯერ ჩრდილი; უკანასკნელად როდის ვნახე ბაყაყის ხმებით გაბეზრებული მთვრალი მეთევზე, ხელმოცარული რომ ახვევდა ბადეს ფიქრივით, პირიქით - ფიქრის ბადის შიგნით როგორ ჩათვლიმა და ამოღველფა უპეებზე მთელი ლოდინის, მთელი თმენის, მთელი ქოშინის უხმაურობა. წყალმა გაბერა კამეჩის ლეში. თავკომბალები გამორიყა ნაპირისაკენ, ჩემსავე თმებზე ჩამოსახრჩობად და წყალი დაშრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ლექსი, რომელიც საკუთარი კანით, ძარღვებითა და ძვლებით იკითხება. სიზმარივით გაფანტული აზრები, რომელიც ძლივს იყრის თავს ერთ არსში, მაგრამ თუ სხეულმა მათი განცდა მოახერხა, თუ გონებამ იპოვა ისინი, ევოლუციას ერთი ნაბიჯით წინ გადაუსწრებს ადამიანი. ჩემს თმაზე კიარ იხრჩობოდნენ ლიფსიტები, განცდა მქონდა რომ მწვანე ჭაობი, წითელი სისხლის ნაცვლად ცირკულირებდა და გულის სარქველებს მწვანე ხავსით ახშობდა. უტოპიის ილუზია ისე მძაფრად განვიცადე რომ შიში ტალახივით ჩამიქვავდა ხერხემალში. უნიკალურ განცდებს ბადებს ამ პოეტის შემოქმედება.
ბრავო ! ლექსი, რომელიც საკუთარი კანით, ძარღვებითა და ძვლებით იკითხება. სიზმარივით გაფანტული აზრები, რომელიც ძლივს იყრის თავს ერთ არსში, მაგრამ თუ სხეულმა მათი განცდა მოახერხა, თუ გონებამ იპოვა ისინი, ევოლუციას ერთი ნაბიჯით წინ გადაუსწრებს ადამიანი. ჩემს თმაზე კიარ იხრჩობოდნენ ლიფსიტები, განცდა მქონდა რომ მწვანე ჭაობი, წითელი სისხლის ნაცვლად ცირკულირებდა და გულის სარქველებს მწვანე ხავსით ახშობდა. უტოპიის ილუზია ისე მძაფრად განვიცადე რომ შიში ტალახივით ჩამიქვავდა ხერხემალში. უნიკალურ განცდებს ბადებს ამ პოეტის შემოქმედება.
ბრავო !
6. სიმართლე რომ ვთქვა, სამჯერ თუ ოთხჯერ, (წინა დღეებშიც) ვცადე, დავიწყე და ვერ ჩავედი ბოლომდე.. კომენტარებს გადავხედე, თავს ძალა დავატანე და წავიკითხე. კარგიც ვქენი. ერთ მომენტში სადღაც წამიყვანა და რაღაც გამახსენა, (თუ მივამსგავსე). მერე დამაბრუნა. მოკლედ კარგი იყო.
“რაღა დარჩება ჩემი ქანციდან? თუ საბოლოოდ ისე გაქრა რომ აღარ მეყოს - თავზე წაყრილი ნაცრის საჩიჩქნად, წყალში გამდნარი ღამის სადევნად, ყელში ჩაღვრილი თმენის სატირლად, გულში ჩაღვრილი ღვარძლის საფხეკად, ცაში გამქრალი ლოცვის სამხილად. რა მოჟამული დღეა ბავშვობის....”
5.
სიმართლე რომ ვთქვა, სამჯერ თუ ოთხჯერ, (წინა დღეებშიც) ვცადე, დავიწყე და ვერ ჩავედი ბოლომდე.. კომენტარებს გადავხედე, თავს ძალა დავატანე და წავიკითხე. კარგიც ვქენი. ერთ მომენტში სადღაც წამიყვანა და რაღაც გამახსენა, (თუ მივამსგავსე). მერე დამაბრუნა. მოკლედ კარგი იყო.
“რაღა დარჩება ჩემი ქანციდან? თუ საბოლოოდ ისე გაქრა რომ აღარ მეყოს - თავზე წაყრილი ნაცრის საჩიჩქნად, წყალში გამდნარი ღამის სადევნად, ყელში ჩაღვრილი თმენის სატირლად, გულში ჩაღვრილი ღვარძლის საფხეკად, ცაში გამქრალი ლოცვის სამხილად. რა მოჟამული დღეა ბავშვობის....”
5.
5. მოკითხვა გულთბილი მოკითხვა გულთბილი
4. რა მძიმე ლექსია, ტკივილის მატარებელი. მომეწონა ძალიან. რა მძიმე ლექსია, ტკივილის მატარებელი. მომეწონა ძალიან.
3. ბეკსინსკის ხსენებას უფრო მალე შემოიყვანა აქ ვიდრე ვაპირებდი და რა კარგია ბეკსინსკის ხსენებას უფრო მალე შემოიყვანა აქ ვიდრე ვაპირებდი და რა კარგია
2. 5 , ეტყობა ავტორს არც გარითმვა გაუჭირდებოდა , საკმოდ მკაფიო სახეებია , ხელი მიჩვეული. 5 , ეტყობა ავტორს არც გარითმვა გაუჭირდებოდა , საკმოდ მკაფიო სახეებია , ხელი მიჩვეული.
1. მხოლოდ ბოლო სტრიქონებზე მივხვდი, რომ ურითმო ლექსია , რიტმმა რითმები მომაჩვენა :)
წეღან ერთგან დავწერე და აქაც ასეა- ბესკინსკის ნახატებივით ტექსტია.
მხოლოდ ბოლო სტრიქონებზე მივხვდი, რომ ურითმო ლექსია , რიტმმა რითმები მომაჩვენა :)
წეღან ერთგან დავწერე და აქაც ასეა- ბესკინსკის ნახატებივით ტექსტია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|