ემილი დიკინსონი - შენგან სახსოვრად ორი რამ დამრჩა (644)
შენგან სახსოვრად ორი რამ დამრჩა, სიყვარულია ძღვენი პირველი, შეიწირავდა ციური მამაც ამგვარ არმაღანს კმაყოფილებით,
მეორე - ტანჯვა, ვრცელი ზღვის სწორი, განუკურნავი ბალახბულახით - მარადისობის და დროის შორის, ორს შუა ზღუდე გადაულახი.
14 აპრილი, დედაენის დღე, 2019 წ.
Emily Dickinson - You left me — Sire — two Legacies (644)
You left me — Sire — two Legacies — A Legacy of Love A Heavenly Father would suffice Had He the offer of —
You left me Boundaries of Pain — Capacious as the Sea — Between Eternity and Time — Your Consciousness — and Me —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|