ლოცვა კაროჟნასათვის - (ინგა მილორავას) - - - -
იესო ქრისტე მაცხოვარო, მამა, ძეო და სულიწმიდავ, ღმერთო მაღალო, ყოვლისშემძლევ და ყოვლად ძლიერო! მარადია სუფევა შენი! ღმერთო ძლიერო, მოწყალეო, მადლობა შენდა, მადლობა შენი სიყვარულისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ჩემისთანა არარაობის სასო და იმედი ხარ! ღმერთო, არა ჩემთვის ან ჩემიანებისათვის, არა ადამიანებისთვის, ძაღლისთვის ვლოცულობ, ღმერთო, ერთი უმწეო ლეკვია, უჯიშო, ყველასგან განწირულს ძლივს პატრონი გამოუჩნდა და სწორედ ახლა იბრძვის გადარჩენისთვის, ღმერთო! ზუსტად თავისი პატრონისნაირი თვალები აქვს, ღმერთო, სამყაროს ამრეკლავი, შიგ ჩამტევი, ნაღვლიანი სიყვარულით წყლიანი, ოღონდ მასსავით ლურჯი კი არა, ან მუქი ყავისფერი, არამედ შავი და და შავზე შავი! მე იმას ცხოვრებაში როგორ ვნახავდი, ღმერთო, მაგრამ ასეთი ჩანს სურათზე. ღმერთო ძლიერო, შენ ერთადერთი ხარ მთელს სამყაროში, რომელიც ჩემს ლოცვას შეიწყნარებ და არ მისაყვედურებ, ძაღლისთვის რატომ ვლოცულობ, როცა ირგვლივ ამდენ ადამიანს უჭირს, ღმერთო, ჩემი ყველა საყვარელი ძაღლის სახელით, ჩემი ყველა, ვერგადარჩენილი, ჩემი ყველა, ხის ქვეშ დამარხული ძაღლის სახელით, გემუდარები, აჩუქე თავისი ძაღლური სიცოცხლე და მის პატრონს მიეცი ძალა, გაუძლოს გასაძლებს... ნუ გაიმეტებ უფრო მძიმე მარტოობისთვის! ღმერთო, დაიფარე მისი სასოწარკვეთამდე კეთილი გული, სხვა, არ ვიცი, რა შემოგთხოვო, როგორ რა გითხრა, გულთამხილველო, მადლიერი ვარ, რომ შემიძლია შემოგთხოვო მოწყალება. დე, იყოს ნება მამის, ძისა და სულიწმიდის, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე! ამინ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ჯონათან, ლაკი ლელა, მელზ და ყველავ, ვინც ეს ლექსი წაიკითხეთ. დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანის მიერ ამ ლექსისთვის თუნდაც თვალის გადავლება ღმერთმა ლოცვად შეიწირა. გადარჩა კაროჟნა, რომლის გადარჩენის შანსიც, რეალურად, არ არსებობდა. ინგა მილორავამ, რომელსაც ალბათ მრავალი თქვენთაგანი იცნობს, ძაღლების თავშესაფრიდან იშვილა ეს თვენახევრის ლეკვი და ხელში აკვდებოდა. რა აღარ გაუკეთა. ორი კვირა დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა...სწორედ დღეს საღამოს ფეისბუქზე კაროჟნას სურათი დადო. ჯერ კიდევ სუსტადაა ამდენი გადასხმებისა და ნემსებისაგან, მაგრამ ძალიან იმედისმომცემად გამოყურება. მადლობა ჯონათან, ლაკი ლელა, მელზ და ყველავ, ვინც ეს ლექსი წაიკითხეთ. დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანის მიერ ამ ლექსისთვის თუნდაც თვალის გადავლება ღმერთმა ლოცვად შეიწირა. გადარჩა კაროჟნა, რომლის გადარჩენის შანსიც, რეალურად, არ არსებობდა. ინგა მილორავამ, რომელსაც ალბათ მრავალი თქვენთაგანი იცნობს, ძაღლების თავშესაფრიდან იშვილა ეს თვენახევრის ლეკვი და ხელში აკვდებოდა. რა აღარ გაუკეთა. ორი კვირა დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა...სწორედ დღეს საღამოს ფეისბუქზე კაროჟნას სურათი დადო. ჯერ კიდევ სუსტადაა ამდენი გადასხმებისა და ნემსებისაგან, მაგრამ ძალიან იმედისმომცემად გამოყურება.
4. ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
15 აპრილი, 2019 ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
15 აპრილი, 2019
3. ვერც მე ვკითხულობ ძაღლების შესახებ გულგრილად, მით უმეტეს ასეთ გულიან ნაწერს.
ვერც მე ვკითხულობ ძაღლების შესახებ გულგრილად, მით უმეტეს ასეთ გულიან ნაწერს.
2. მისი სასოწარკვეთამდე კეთილი გულიო... მეც ამევსო თვალები ცრემლით მისი სასოწარკვეთამდე კეთილი გულიო... მეც ამევსო თვალები ცრემლით
1. ვაიმე... მე ასეთ რამეებს უცრემლოდ ვერ ვკითხულობ, მხოლოდ ადამიანებზე ნაწერებს უფრო ვუძლებ ხოლმე...
"ღმერთო, ჩემი ყველა საყვარელი ძაღლის სახელით, ჩემი ყველა, ვერგადარჩენილი, ჩემი ყველა, ხის ქვეშ დამარხული ძაღლის სახელით, გემუდარები, აჩუქე თავისი ძაღლური სიცოცხლე და მის პატრონს მიეცი ძალა, გაუძლოს გასაძლებს... ნუ გაიმეტებ უფრო მძიმე მარტოობისთვის!"
ამინ!
ვაიმე... მე ასეთ რამეებს უცრემლოდ ვერ ვკითხულობ, მხოლოდ ადამიანებზე ნაწერებს უფრო ვუძლებ ხოლმე...
"ღმერთო, ჩემი ყველა საყვარელი ძაღლის სახელით, ჩემი ყველა, ვერგადარჩენილი, ჩემი ყველა, ხის ქვეშ დამარხული ძაღლის სახელით, გემუდარები, აჩუქე თავისი ძაღლური სიცოცხლე და მის პატრონს მიეცი ძალა, გაუძლოს გასაძლებს... ნუ გაიმეტებ უფრო მძიმე მარტოობისთვის!"
ამინ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|