ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2019


საჩემოდანო განწყობა...

წვიმს და მოიწყინეს ბეღურებმა,
სახლსაც ჩამოსტირის სახურავი.
ცა კი ცისფრის ნაგლეჯს ეშურება,
ღრუბლის დარაბების დახურვამდე...
ისევ წვიმის ნელი ანდანტეა,
ქუჩა უკან მისდევს ქოლგიანებს.
ამინდს დაავიწყდა დღეს რა დღეა,
დილაც ფეხზე დგება მოგვიანოდ...
წვეთი დაეკიდა ტოტზე მძივად,
წვიმის გამჭვირვალე საყურეა.
ხეებს ზეზეულად თითქოს სძინავთ,
სიზმრის თვალის თვალში გაუყრელად...
მაინც იჭვრიტება აივანი
წვიმით ნასველები რიკულიდან.
ქუჩამ ისე სწრაფად ჩაიარა,
მისკენ სალმისთვის არ იყურება...
წვიმს და კატასავით გაწვა ნისლი,
ფერი გაედღაბნა შემოგარენს.
წვიმის წვრილი ქუსლის ხმები ისევ,
დასხდნენ განწყობები ჩემოდანზე...
22.04.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები