ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2019


* * *

დგას და სიჩუმე ზღვაში ახრჩობს ტალღებს და კვდება,
ყველა მაისი
ისერავს დღეებს,
პეპელას ერთი გაფრენა რჩება,
ღამურებს ისევ უჭრიან ხეებს,

და ამ დროს ჩვენთან საგიჟეთია,
ბედნიერება პიკია მგონი,
ცრემლით და დარდით გაგიჟღენთია,
ეს კედლები და მეფობენ დრონი.

სული რომ მხოლოდ ბაბუაწვერებს
ვუბეროთ, ქარი - გადაირევა,
წვიმად მინდოდი რომ დამეწერე
ამინდმა, თავსხმა რომ დაიჩემა.

ჩემს თვალებს ისე როგორც იციან,
ჩემს სახეს ისე,  როგორც ხედავენ...
ვინ იცის, იქნებ სადმე მიცდიან
და ჩემი წასვლის პროცესს ხატავენ

(მხატვრები -
მზეს რომ ალამაზებენ,
მწერლები -
სულში რომ გვიძვრებიან.)
სირთულე კარგო! უნდა გაძნელდე!
გაგიიოლდა ფიქრი წლებია.

და ღიმლს ჩემსას ვინც შესწრებია,
ვარსკვლავი ცას რომ მოსწყდა გავბედე.
უსიტყვოდ ყოფნა მას შესძლებია,
ვინც გადაწყვიტა ადრე დაბერდეს.

დაღვინდნენ 'კაკ რას უნდა ლექსებიც,
დაობდესს რითმში მელანქოლია,
და ეს სიხშირე სულში განცდების,
ვშიშობ რომ
მართლაც მოსაწონია,

და იმ
სიჩუმეს,
ზღვაში რომ რჩება,
გვირილებს,
წყალში უეცრად დამხრჩვალს,
ვუყუროთ
როგორ ბრძოლობს და კვდება,
ვუყუროთ
როგორ ქრება და
არ სჩანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები