ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2019


წამიერების ნაქალაქარიდან (ეტიუდი)

მზეთვალციმციმა ანგელოზი იქვე მუხლმოყრილი ჯდა წყლის მახლობლად და ჩაღვრილ სევდას ითვლიდა წვეთებად.
აკვირდებოდა...
აკვირდებოდა...
და პეშვში ნაგროვებ მის წვეთებს სახელებს არქმევდა.
ზოგს რა დაარქვა და ზოგს რა. მაგრამ ერთი, მეორე ხელისგულზე დაისვა და სახლამდე უსახელოდ მიიყვანა.
არ გამშრალა გული და არც ხელი.
ორივენი ერთი გულის ნაცრემლურიდან იშვნენ.
სახლი ცარიელი დახვდათ, არც ბუხარი და არც ნაფოტები, სხეულს ნაფლეთური...
მხოლოდ სავარძელი, მოქანავე, უსახურავო სახლში.
ჯაჭვის ტოტები ჩამოშვებულან სავარძლამდე და იქვე ჩაეშვნენ ორნი მდუმარენი!
წამიერიდან ნაქალაქარი მოსჩანს...
მას არ სჭირდება არც წარსული და არც მომავალი, თვალის გარეშეც ხილულია და ენის გარეშე მეტყველი!
წამიერების ნაქალაქარიდან მოსჩანს პეშვზე უსახელო წვეთი, შეუმშრალი და ამაყი...
ჯერ კიდევ თბილია ხელისგული!

გიგო რიონელი
4 მაისი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები