| ავტორი: ტასუსუნა ჟანრი: პოეზია 5 მაისი, 2019 |
უფსკრულის კიდეს ასვეტებულს გრძნობა-დამექცა ხრიოკ კლდეებში ჩავიმარხე ცა- ჩამომექცა!... სახეზე მაწვიმს, წკაპაწკუპით-სისხლს უერთდება, ნაკადულივით ჯებირჯებირ მიირაკრაკებს, გრძნობათა ხნულებს- ნაპრალნაპრალ ეალერსება.. ესაუბრება! წარსულის ხურჯინს ელამუნება.. თავს დასტრიალებს, ტკბილტკბილი სიტყვით ებაასება. გველივით ყელზე ებჯინება- შხამავს მოთაფლულს, წვეთწვეთ ისრუტავს მაცოცხლებელ -განვლილ დღეთა რიგს! შემოაყინა ძარღვებიდან მოდინარი სიცილკისკისი, ძაძით შემოსა მოკაშკაშე ჟამთა მრიცხველი.. გაანადგურა, რასაც ირგვლის წამით შეეხო, ყელმოღერებით, ხელგაშლილი ეგებება მისით მონუსხულთ, გულუხვად ასმევს მომაკვდინებელ -სისხლისფერ ბადაგს. ვუყურებ-უსისხლოდ მწოლიარე ქვათა მწკრივებში, წყაროდან წვეთწვეთ განკაცებულ სიკვდილს -ყორნისფერს, ფრთაშესხმულ ძვლებზე სამოსელად ცრემლებს იქსოვდა, თავზე ქუდივით იფარებდა ჩემეულ განცდებს... შემოტრიალდა.. შიშისაგან გული-გამიქრა! კლდეებში სადღაც მიიმალა- განცდებს გაექცა.. უკანასკნელად- სანამ სიკვდილს ფსკერფსკერ დავლევდი, ვხედავდი დღედღე! -წამწამ განცდლის ბედნიერებებს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ჯონათან,ტასო :)
მადლობა ჯონათან,ტასო :)
3. გაორ(მაგ)ებული განცდები...
რატომღაც, სულ არ მეჩვენა საშიშად :)
გაორ(მაგ)ებული განცდები...
რატომღაც, სულ არ მეჩვენა საშიშად :)
2. - - - - აჰა შენ დეფიზები, ჩაამატე იქ სიტყვებში. მემგონი მაინც უფრო პროზა ;) - - - - აჰა შენ დეფიზები, ჩაამატე იქ სიტყვებში. მემგონი მაინც უფრო პროზა ;)
1. პ.ს-რიგით მეორე ლექსის წერისას,ისევ უფსკრულს ჩავეციკლე..
პ.ს-რიგით მეორე ლექსის წერისას,ისევ უფსკრულს ჩავეციკლე..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|