ავტორი: ცისკაძე ოთარი ჟანრი: თარგმანი 12 მაისი, 2019
Emily Dickinson - To venerate the simple days (57)
ემილი დიკინსონი - სადაგ დღეების რომ გვქონდეს კრძალვა (57)
სადაგ დღეების რომ გვქონდეს კრძალვა, რომელთა წყებით დრო მობრძანდება, საკმარისია გვახსოვდეს კარგად, არ შეგვარჩენენ არად ჩაგდებას და ის მცირედიც ძალუძთ წაგვართვან - სახელდებულა რაც მოკვდავებად!
რომ არ ვიცხოვროთ ამაოებით, გვმართებს იმისი არდავიწყება - ამქვეყნიური მუხის რკოებით, ზესთა სოფელში ტყე დაირგვება!
12 მაისი, 2019 წ.
Emily Dickinson - To venerate the simple days (57)
To venerate the simple days Which lead the seasons by, Needs but to remember That from you or I, They may take the trifle Termed mortality!
To invest existence with a stately air Needs but to remember That the acorn there Is the egg of forests For the upper air!