ღამეა, ვდგავარ ფანჯარასთან და ვერ ვიძინებ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს, დავინახე ადამიანი, ვინც ურნას ქექავდა.
...
მომაბეზრებელია მუდმივად სიკვდილზე ფიქრი.
...
ყოველი დღე უშენოდ თენდება, ყოველი დღე იწყება შიშით, რომ დღესაც არ გამოჩნდები.
...
ჩემს ყოფნაში, შენი არყოფნით, მეც არ მამყოფებ.
...
ჩემს ყველა ნაწერში, ჩემს ყველა უძილოდ გათენებულ ღამეში, ჩემს სულში ხარ, მაგრამ სხეულს ვერ მითბობ, პირიქით, შენი არყოფნით მიყინავ.
...
ავტობუსში, მხოლოდ იმიტომ ვჯდები, რომ შემდეგ ადგილი ვინმეს დავუთმო. ღიმილიანი, თბილი სახეები მჭირდება.
...
თუ გახსენდები, ხანდახან მაინც, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრება განვაგრძო.
...
ვერაფერს მოვერგე, ვერავის მოვერგე. მხოლოდ უშენო, უჟმურ დღეებს ვირგებ, მაგრამ არ მერგება.
...
უფლისგან შორს ვარ, სიმშვიდისგანაც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ეპიზოდები აღმოვაჩინე, არავის ბაძავ შენ ხარ და 5 ჩემგან კარგი ეპიზოდები აღმოვაჩინე, არავის ბაძავ შენ ხარ და 5 ჩემგან
6. მადლობა, ქალბატონო მზია. მეც გისურვებთ კეთილ დღეს :) მადლობა, ქალბატონო მზია. მეც გისურვებთ კეთილ დღეს :)
5. “ავტობუსში, მხოლოდ იმიტომ ვჯდები, რომ შემდეგ ადგილი ვინმეს დავუთმო. ღიმილიანი, თბილი სახეები მჭირდება.“ – ეს არ მავიწყდება
აი, მეც გაგიღიმეთ და კეთილი დღე გისურვეთ! :)))
“ავტობუსში, მხოლოდ იმიტომ ვჯდები, რომ შემდეგ ადგილი ვინმეს დავუთმო. ღიმილიანი, თბილი სახეები მჭირდება.“ – ეს არ მავიწყდება
აი, მეც გაგიღიმეთ და კეთილი დღე გისურვეთ! :)))
4. მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე? მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე?
3. მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე? მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე?
2. მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე? მარტოობა ზოგჯერ ისეთი კარგია...აქ კი თითქოს და უსულო მარტოობაა...
რატომ სჯით თავს ასე?
1. რაოდენი მარტოობაა. რამდენჯერმე წავიკითხე. ჩემგან 5
რაოდენი მარტოობაა. რამდენჯერმე წავიკითხე. ჩემგან 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|