 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2019 |
როცა ოცნება ცხადში არ ხდება, ტკბილი ზღაპარი გიმალავს სახეს, უმალ ეშმაკი აკრიახდება და ფერად წიგნებს ზედ თავზე გახევს.
ბაწრით გაბოჭავს კეთილ ფერიებს, ღრიალით გაყრის ღვთის ანგელოზებს და ყველა მტერს რომ მოიგერიებს მოჯდება შენი სულის მდელოზე,
გადაწვავს, რაც კი შემოგრჩა მწვანე, მოშხამავს შენში ყველა სიკეთეს და როცა თავის თავს დაგამგვანებს მურდალ ხასიათს გამოიკეთებს.
ჰოდა ოცნება თუკი არ ხდება, ტკბილი ზღაპარი გიმალავს სახეს, სანამ კოშმარი აგიცხადდება - მანამ ახალი ოცნება ნახე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|