ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2019


დედაენა

ენავ ქართულო მოსულო ციდან
არცერთი არ არს შენი სადარი
და ამ ენაზე პირველი დღიდან
ლაპარაკობდა ღმერთთან ადამი

და ამ ენაზე განიკითხება
მსოფლიოს ყველა ერი და ენა
ენა მგოსანთა და ცის ხატება
ყოველი ენის არს დედაენა

ენა რუსთველის მიჯნურათა სახე
გალაკტიონის დიდი გოდების
ენა რომელიც მე ვერსად ვნახე
ვერცერთ მიწაზე სხვათა მოდგმების

ენა რომელიც ცამდე აწიეს
დიდმა ილიამ და იაკობმა
კავკასიონის დაჭრილ არწივებს
ასწავლა ვაჟამ ქართულად მოთქმა

ენა რომელზეც ქრისტე ადიდეს
წმინდა ნინომ და გრიგოლ ხანთძელმა
ენა რომლითაც ფეხი აიდგეს
წმინდა ექვთიმემ და წერეთელმა

ენა რომელსაც ქვია ლაზარე
ენა სიმღერის და სიყვარულის
ენა რომლითაც ღმერთს შევღაღადე
ენა წალკოტის მიწის აღთქმულის

და შენ წამხდარო ვინც მას უარყოფ
ვისაც სხვა ენა გსურს გაავრცელო
შენ ხომ საკუთარ დედას უარობ
რისი ღირსი ხარ მითხარ ქართველო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები