ნინო დარბაისელი
რეტრო ილიური - - - -
შენ დაღვრემილს დაგინახავ როცა, ძველებური მომაწვება ჯავრი. სამშობლოო, ერთო ციდავ ჩემო, გასევია გამყიდველთა ჯარი.
გაიწირა უმოწყალოდ, ვინც კი ცა და მიწა შენთვის შეაჯერა, თავგანწირვის ძალა შესწევს იმას, ვისაც სულის უკვდავების სჯერა.
საზრუნავად რაღა შერჩა ქართველს - მხოლოდ თავის გატანა და რჩენა. ვნატრობ მხოლოდ, რომ ინებოს ისევ ზეციერმა შენი გადარჩენა.
ბევრმა სცადა, რომ ხსენება შენი პირისაგან მიწის წარეხოცა, მაინც დარჩი და სასწაულად ელი, აღარ ვიცი, წყევლაა თუ ლოცვა, თვალწინ მიდგას მე წარსული ახლო, სამარცხვინოც და სასახელოცა, სამშობლოო, ერთო ციდავ ჩემო, შენ დაღვრემილს დაგინახავ როცა!
რეცეპტი:
თითო თავიანი ჩაის კოვზი: 1. ილიას “ჩემო კარგო ქვეყანავ”, 2. პატრიოტული ლირიკის კლიშეები, 3. გალაკტიონის დამუშავებული რიტმის ვარიაცია. და მოცლილობა - რამდენსაც შეიზელს, რომ ხელზე აღარ ეკრობოდეს. ცხობა საშუალო ცეცხლზე, მზაობის შემოწმება - ჩხირს გულიდან სისველე აღარ უნდა მოჰყვებოდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სიამოვნებას როგორ არ ვიღებთ, მაგრამ ეს - სხვა დონის სიამოვნებაა. მაგალითად, ბექა ახალაიას “ მტრედების იონა” მეორედ რომ წავიკითხე , აღვტაცდი. იგივე დამემართა ბაკურაძის, შამუგიას ლექსზე, გეთიაშვილისაზე და წერილებიც დაიბადა. მინდოდა, ჩემი აღტაცება რაც შეიძლება, ბევრისთვის გამეზიარებინა...ასე იბადება ჩემი ,, ერთი ლექსის ანალიზები”, თუმცა ცხადია, გაცილებით ბევრით ვარ აღტაცებული, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება, თავისი გრძნობა დანარჩენებს გაუზიაროს და თან გონებაც დააყოლოს.
რაც შეეხება საკუთარ ლექსებს, პირველ ვარიანტს ჩქარ-ჩქარა რომ ვიწერ, საერთოდ არ მახსოვს ჩემი ლექსმცოდნეობითი მიდგომა. რომ მოვრჩები, ცოტას დავასვენებ ტექსტს და ვფიქრობ, ეს აბდაუბდა როგორ შეიძლება ადამიანურ ლექსად ვაქციო, არის კი შიგ რამე ახლებურად, ხელჩასაჭიდი? თუ ახალი არაფერია, რამე ძველია მიმართ ახლებურად მიდგომა მაინც თუ იგრძნობა? რა მოუხდება და რა დოზით? და ასე შემდეგ. ახლა ერთ ლექსზე ვმუშაობ და ძალიან ვწვალობ, ვნახოთ, რა გამოვა. პირობითი სათაურია ,, ბედნიერებას იქნებ მეტი გაძლება უნდა”. ვფიქრობ, დასავლური სისადავით გადმოვცე, გადაუპრანჭავი ენით, თუ აღმოსავლური სიმძაფრე და სახოვნება წამოვწიო. სიამოვნებას როგორ არ ვიღებთ, მაგრამ ეს - სხვა დონის სიამოვნებაა. მაგალითად, ბექა ახალაიას “ მტრედების იონა” მეორედ რომ წავიკითხე , აღვტაცდი. იგივე დამემართა ბაკურაძის, შამუგიას ლექსზე, გეთიაშვილისაზე და წერილებიც დაიბადა. მინდოდა, ჩემი აღტაცება რაც შეიძლება, ბევრისთვის გამეზიარებინა...ასე იბადება ჩემი ,, ერთი ლექსის ანალიზები”, თუმცა ცხადია, გაცილებით ბევრით ვარ აღტაცებული, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება, თავისი გრძნობა დანარჩენებს გაუზიაროს და თან გონებაც დააყოლოს.
რაც შეეხება საკუთარ ლექსებს, პირველ ვარიანტს ჩქარ-ჩქარა რომ ვიწერ, საერთოდ არ მახსოვს ჩემი ლექსმცოდნეობითი მიდგომა. რომ მოვრჩები, ცოტას დავასვენებ ტექსტს და ვფიქრობ, ეს აბდაუბდა როგორ შეიძლება ადამიანურ ლექსად ვაქციო, არის კი შიგ რამე ახლებურად, ხელჩასაჭიდი? თუ ახალი არაფერია, რამე ძველია მიმართ ახლებურად მიდგომა მაინც თუ იგრძნობა? რა მოუხდება და რა დოზით? და ასე შემდეგ. ახლა ერთ ლექსზე ვმუშაობ და ძალიან ვწვალობ, ვნახოთ, რა გამოვა. პირობითი სათაურია ,, ბედნიერებას იქნებ მეტი გაძლება უნდა”. ვფიქრობ, დასავლური სისადავით გადმოვცე, გადაუპრანჭავი ენით, თუ აღმოსავლური სიმძაფრე და სახოვნება წამოვწიო.
4. მეც სულ მგონია, რომ ლექსმცოდნეები სიამოვნებას ვერ იღებენ პოეზიიდან.
მაგრამ , თქვენ ხომ ლექსიწერიაც ხართ :)
მეც სულ მგონია, რომ ლექსმცოდნეები სიამოვნებას ვერ იღებენ პოეზიიდან.
მაგრამ , თქვენ ხომ ლექსიწერიაც ხართ :)
3. რეცეპტი კარგი იყო :) რეცეპტი კარგი იყო :)
2. ტასო მადლობა! მიყვარს იუმორი. რაც შეეხება რეცეპტს, ეს ლექსისაა და არა სამშობლოსი. მე ლექსმცოდნე გახლავართ და ასეთი რეცეპტებით სავსე მაქვს გონება. მეტსაც გეტყვით, სადმე რომ წავაწყდები ჩემსას ( რომელიც, როგორც წესი, მავიწყდება) ან ვინმეს ლექსს რომ ვკითხულობ, რენტგენის სურათივით ჯერ ჩონჩხს ვხედავ და თომას მანის ერთი მოთხრობის პერსონაჟი კრიტიკოსივით, რომელიც წარმოდგენას ესწრება და პროფესიონალური მიდგომის გამო, მოკლებულია უნარს, ხელოვნების ქმნილებას რიგითი მაყურებელივით, ჯერ ზედაპირიდან აღიქვამდეს და გულუბრყვილოდ სჯეროდეს სასცენო “ შემთხვევითობებისა”, ტკბებოდეს მათით, მეც არა ერთხელ , გულდაწყვეტით წამომიძახია:” ო, ღმერთო, ნეტა არ ვიცოდე, როგორ კეთდება ეს ყველაფერი!”
ტასო მადლობა! მიყვარს იუმორი. რაც შეეხება რეცეპტს, ეს ლექსისაა და არა სამშობლოსი. მე ლექსმცოდნე გახლავართ და ასეთი რეცეპტებით სავსე მაქვს გონება. მეტსაც გეტყვით, სადმე რომ წავაწყდები ჩემსას ( რომელიც, როგორც წესი, მავიწყდება) ან ვინმეს ლექსს რომ ვკითხულობ, რენტგენის სურათივით ჯერ ჩონჩხს ვხედავ და თომას მანის ერთი მოთხრობის პერსონაჟი კრიტიკოსივით, რომელიც წარმოდგენას ესწრება და პროფესიონალური მიდგომის გამო, მოკლებულია უნარს, ხელოვნების ქმნილებას რიგითი მაყურებელივით, ჯერ ზედაპირიდან აღიქვამდეს და გულუბრყვილოდ სჯეროდეს სასცენო “ შემთხვევითობებისა”, ტკბებოდეს მათით, მეც არა ერთხელ , გულდაწყვეტით წამომიძახია:” ო, ღმერთო, ნეტა არ ვიცოდე, როგორ კეთდება ეს ყველაფერი!”
1. სასწაულ ს არ უნდა იყოს იქ? ქიშმიშიანი ნამცხვარი ყოფილა სამშობლო.. მაპტიეთ რეცეპტს გადავუხვიე, დუმბაძე გამახსენდა სასწაულ ს არ უნდა იყოს იქ? ქიშმიშიანი ნამცხვარი ყოფილა სამშობლო.. მაპტიეთ რეცეპტს გადავუხვიე, დუმბაძე გამახსენდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|