ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2019


&&&

ეფრემ,მეგობარო.
ტალახებიდან ხეები ვშვით,
სილამაზე-დოგმად ვაქციეთ...
ეფრემ,მეგობარო! ჩვენ დავბრუნდებით,
იქ სადაც კლდეები ჯიხვის რქებს დამთვრევით ემუქრებიან,
შევეზრდებით მგლის ყმუილს,
გადავილესავთ წინაპრების ჩოხებს,
ავგიზგიზდებით ნაკვერჩხლებად,
ვივლით დინების საწინააღმდეგოდ
ჩავაქრობთ ათასობით ვარსკვლავს,
მოვრწყავთ უეკლო ვარდის ბაღებს,
დავთვრებით პატარა მთის ჰაერით,
შევერკინებით გულანთებულ მდინარეებს,
დავლევთ უწვერულის გამოხდილ ღვინოს,
ავლუღლუღდებით ტახების ენაზე,
მოვიტაცებთ უმანდილო მახინჯ ქალებს
და წამითაც არ შევყოყმანდებით!!!
  ..........................................................
სილამაზეს შენ აღიქვამ,
როგორც ნაოჭს,კანში ბებრის...
ჩვენ დავბრუნდებით... ოღონდ აქ არა!
გაზაფხულის დროს,მაისად მერმის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები