 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2019 |
მოვდიოდი, უგზოო გზებს ვკეცავდი, ცხრა მზისა და ათი მთვარის სავალზე... ბედი იდგა, მიყურებდა ბეცივით, დავიწყნოდა სალამი... არაფერი მომრთმევია ლანგარზე, ფრჩხილით სახსნელს კბილი უფრო მიხსნიდა... სისუსტესთან ბრძოლა მქონდა მაგარი, არ ვიტეხდი იხტიბარს! თავს ვწამლობდი ფიქრით, პასტა-ფურცელით, ლექსი იყო სალბუნიც და საფარიც! ყოფის ამოუყორავი მუცელიც, ფიქრებს გამოვაპარე... თხილის გული გავიყავით სამთავემ, მე, ლექსმა და მისაღწევმა მიზანმა... მერე მარცხსაც მოვუძებნეთ სათავე, მეტს ვეღარას იზამდა... ზურგის ქარებს ვემეგობრე ერთხნობა, მიმაჩვიეს მთა და ბარში ხეტიალს. თავისუფლად სუნთქვა ლექსებს ეტყობათ, ლექსი - ჩემზე მეტია!... 17.05.19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 მაისი, 2019 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 მაისი, 2019
2. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 მაისი, 2019
შეფასებული კი მქონია და კომენტარად რა უნდა დამეწერა ვერც მაშინ მოვიფიქრე :)))) ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 მაისი, 2019
შეფასებული კი მქონია და კომენტარად რა უნდა დამეწერა ვერც მაშინ მოვიფიქრე :))))
1. როგორი არიტ(თ)მია აქვს ამ ლექსს და მაინც როგორ თავისუფლად სუნთქავს :)
როგორი არიტ(თ)მია აქვს ამ ლექსს და მაინც როგორ თავისუფლად სუნთქავს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|