 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 22 მაისი, 2019 |
მე ისევ აქ ვარ,ატლანტიკის ოკეანეში, ფიქრის კინძულზე ვეგებები მშიერ ალიონს, დავეხეტები ძველ ფიქრებში,როგორც ღამეში, და ახლა ვხვდები -დავამსხვრიე უკვე გალია, მე უკვე ფრენა შემიძლია,ფრენა ფიქრებით, სიტყვებით ვამსხვრევ წინ აღმართულ ყველა ბარიერს, მე უკვე სუნთქვაც შემიძლია ,არ დავიღლები, არ დავეცემი და არაფერს მოვინანიებ. მე უკვე წერაც შემიძლია და უწინდელი ლექსებიც ისევ ცის კიდეზე გამოკიდულან, მკვდრეთით აღვსდექი და აღსასრულს აღარ მოველი, გამიმთლიანდა გულთან ერთად ყველა კიდური, მე წერას ვიწყებ!ფურცელს მტვერი უნდა ვადინო, და ლავასავით ამოვხეთქო სიტყვის კონები, თორემ დღეები უსარგებლოდ ისე გადიან, რომ სიჩუმეში უსათუოდ დამიმონებენ. მე ისევ აქ ვარ ,უკაცრიელ ფიქრის კუნძულზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. "არ დავეცემი და არაფერს მოვინანიებ."
სგ შენ! 5 "არ დავეცემი და არაფერს მოვინანიებ."
სგ შენ! 5
6. კარგია!!! მომწონს!!! კარგია!!! მომწონს!!!
5. მეც მინდა მანდ,, ერთი ორი თვით.. :) ლამაზია მეც მინდა მანდ,, ერთი ორი თვით.. :) ლამაზია
4. მახსოვს თქვენი უწინდელი ლექსები, კარგია რომ ისევ იწყებთ წერას.
მახსოვს თქვენი უწინდელი ლექსები, კარგია რომ ისევ იწყებთ წერას.
2. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
22 მაისი, 2019 საინტერესო არ იყო ჩემთვის, მაგრამ სასიამოვნოდ ჩავიკითხე :) ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
22 მაისი, 2019 საინტერესო არ იყო ჩემთვის, მაგრამ სასიამოვნოდ ჩავიკითხე :)
1. დაიწყეთ წერა, განაგრძეთ... წარმატებები დაიწყეთ წერა, განაგრძეთ... წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|