 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 27 მაისი, 2019 |
დრო სულ გარბის და მეც მეჩქარება, თუმც, რა მოკლე აქვს ყოფას აღვირი. შენი თვალები მიცდის ფანჯრებთან, ჩუმი ლოდინით ასე დაღლილი... დე, თავზე მინდა ხელის გადასმა, შენი ალერსი ძილის აბებად... შიში მგელივით მომდევს გზა და გზა, რომ ზღაპარივით დედაც თავდება... მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... უხმოდ ატარებ შენს დარდს წლებია, და მაინც გყოფნის ძალა ნუგეშის. თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემზე ფიქრები შენს თბილ უბეში... გთხოვ, მომიყევი, თუნდაც მეასედ მონათხრობი თუ დანავიწყები. და სანამ წუთი სოფელს შეავსებს, ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები, მინდა გითხრა, რომ ისევ ბავშვი ვარ, ჩემს მეხამრიდად სანამ გიგულებ! მე მალე მოვალ, რამ შეგაშინა, დე, გავდივარ და კარი მიხურე... 26.05.19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "შიში მგელივით მომდევს გზა და გზა,"
"ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები,"
"დე, გავდივარ და კარი მიხურე.."---ესენი განსაკუთრებით. 555 "შიში მგელივით მომდევს გზა და გზა,"
"ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები,"
"დე, გავდივარ და კარი მიხურე.."---ესენი განსაკუთრებით. 555
2. ძალიან თბილი და გულწრფელია.
ძალიან თბილი და გულწრფელია.
1. დედაზე ყველაფერი თბილი და კარგი გამოდის დედაზე ყველაფერი თბილი და კარგი გამოდის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|