წყეულიმც იყავ კორინთოს მიწავ! ელადის ღმერთებს ვიწვევ საომრად! ჩემი ცა ლიხის ქედზე რომ იწვა, არესის ნებით როგორ გაორდა.
მრისხანე ზევსო, მეფურ იერით დაამხე ყველა კერპი მაცდური. სიცოცხლე როკვა არის ნიღბების, და წუთისოფლის ბოლო სადგური.
მე, ჰელიოსის ამაყ მემკვიდრეს, მსურდა კი სხვისი ზეცა ზიარი? მზე მღვრიე ქარებს მხრებით მოჰქონდათ, როგორც ობოლი ბავშვი, მტირალი.
წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც მოადგა “არგო”კოლხეთის ნაპირს, სადღაც ჰკივიან მიკიოტები, ჭოტის ხმა მოჰგავს მეკობრის საყვირს.
იასონ, დახე, უმადურებავ! ჩემი ცა დავთმე შენი გულისთვის, ღმერთების მხარევ, დიდო ელადავ, მე სასჯელს ვიხდი სიყვარულისთვის.
არ გთხოვ შენდობას, ძმაო აფსირტოს, ამ ღალატისთვის, გთხოვთ, გევედრებით, ძილშიც კი ძილშიც, დიდ სველ ბურანში, არ მასვენებენ თქვენი ცხედრები.
რა ვერაგი ხარ, ცხოვრებავ მრუშო კაცს, კაცთაგან რომ უნდოდ გარიყავ, ვნანობ, იასონ, გმირი მეგონე! თურმე უბრალოდ მენიჩბე იყავ.
ვნანობ, იასონ, რაღა დროსია, გაცემულია ოქროს საწმისი, ვაგო პასუხი, მე თანახმა ვარ, ციკუტას შხამის შევსვა სასმისი.
მერე ვიშვიში სასაცილოა, მერე, ჰო, მერე რაღა დროსია, ფრთხილად მედეა! ყველაზე ფლიდი, მოყვრად მოსული ბარბაროსია.
მშვიდობით კირკე, დღე გაყინულა, და მახრებივით მხრავენ სიზმრები, და თითქოს ვხედავ – სულს მინანავებს ფაზისის თბილი, ლურჯი ზვირთები.
ეგ ბედისწერა – მემრუშე საქმრო, მიმათრევს საით ძალისძალათი, მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
1986წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მე დავისაჯე როგორც მედეა, სათნოების და სიყვარულისთვის! მედეა კახიძე.
... და გამოვტაცე არგონავტებს ქალი მედეა. იოსებ ნონეშვილი. მე დავისაჯე როგორც მედეა, სათნოების და სიყვარულისთვის! მედეა კახიძე.
... და გამოვტაცე არგონავტებს ქალი მედეა. იოსებ ნონეშვილი.
28. საინტერესო კუთხით დანახული მედეა... საინტერესო კუთხით დანახული მედეა...
27. მოგიკითხეთ ბატონო დავით ;;) მოგიკითხეთ ბატონო დავით ;;)
26. საღოლ! ძალიან მაგარია საღოლ! ძალიან მაგარია
25. ზუსტად ესეთია , ჩემთვის მედეა...სიყვარულისთვის ქვეყნის მოღალატე... და უზომოდ ტანჯული...55555555 ზუსტად ესეთია , ჩემთვის მედეა...სიყვარულისთვის ქვეყნის მოღალატე... და უზომოდ ტანჯული...55555555
24. სიცოცხლე როკვა არის ნიღბების...
მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
კარგი ფრაზებია!
საინტერესო ლექსი, ამუწურავ თემაზე.
სიცოცხლე როკვა არის ნიღბების...
მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
კარგი ფრაზებია!
საინტერესო ლექსი, ამუწურავ თემაზე.
22. მშვენიერია! მშვენიერია!
21. მაპატიეთ!წინა კომენტარის დროს უნებლიე ხელის დაჭერა. ნუკრი! ჩემს პირველ კომენტარში ვწერდი:_ "იმ ვერსიის მიმართ ვარ სიმპატიით გამსჭვალული, რომ მედეას შვილები არ დაუხოცავს". მეც ასევე თქვენსავით შიგნით ამისი მჯერა. მაგრამ, ვიმეორემ, როგორც ლიტერატურული მხატვრული სახე, თუ მედეას ამ ძირითად ეპიზოდს მოვაცილებთ, უბრალოდ მედეა აღარ იქნება, არამედ სხვა პერსონაჟი. ამავე აზრისა ბატონი, ოტია იოსელიანი, ასევე ფიქრობდა ბატონი აკაკი ბაქრაზე. კომენტარები მომიმრავლდა _ ვამთავრებ. მაპატიეთ!წინა კომენტარის დროს უნებლიე ხელის დაჭერა. ნუკრი! ჩემს პირველ კომენტარში ვწერდი:_ "იმ ვერსიის მიმართ ვარ სიმპატიით გამსჭვალული, რომ მედეას შვილები არ დაუხოცავს". მეც ასევე თქვენსავით შიგნით ამისი მჯერა. მაგრამ, ვიმეორემ, როგორც ლიტერატურული მხატვრული სახე, თუ მედეას ამ ძირითად ეპიზოდს მოვაცილებთ, უბრალოდ მედეა აღარ იქნება, არამედ სხვა პერსონაჟი. ამავე აზრისა ბატონი, ოტია იოსელიანი, ასევე ფიქრობდა ბატონი აკაკი ბაქრაზე. კომენტარები მომიმრავლდა _ ვამთავრებ.
20. იმ ვერსიის მიმართ ვარ სიმპატიით, რომ მედეას სვილები იმ ვერსიის მიმართ ვარ სიმპატიით, რომ მედეას სვილები
19. ვნანობ, იასონ, რაღა დროსია, გაცემულია ოქროს საწმისი, ვაგო პასუხი, მე თანახმა ვარ, ციკუტას შხამის შევსვა სასმისი.
კარგია, დავით! 5 ვნანობ, იასონ, რაღა დროსია, გაცემულია ოქროს საწმისი, ვაგო პასუხი, მე თანახმა ვარ, ციკუტას შხამის შევსვა სასმისი.
კარგია, დავით! 5
18. სიცოცხლე როკვა არის ნიღბების, და წუთისოფლის ბოლო სადგური.
ძალიან შემაყვარეთ თავი თქვენი ლექსებით ბატონო დავით! სიცოცხლე როკვა არის ნიღბების, და წუთისოფლის ბოლო სადგური.
ძალიან შემაყვარეთ თავი თქვენი ლექსებით ბატონო დავით!
17. მე მაინც სადღაც, შიგნით სანიკიძისეული ვერსიის მჯერა,ბატონო დავით.მინდა რომ მჯეროდეს! რადგან მედეას თემა ასე აქტუალური გახდა, :) მეც მაქვს ერთი,სუუულ ადრე დაწერილი ლექსი მედეაზე და მერე თუ მომიარა,დავდო იქნებ. :) მე მაინც სადღაც, შიგნით სანიკიძისეული ვერსიის მჯერა,ბატონო დავით.მინდა რომ მჯეროდეს! რადგან მედეას თემა ასე აქტუალური გახდა, :) მეც მაქვს ერთი,სუუულ ადრე დაწერილი ლექსი მედეაზე და მერე თუ მომიარა,დავდო იქნებ. :)
16. მარადიული მედეა,პოეტების კალმის ქვეშ... მშვენიერია მარადიული მედეა,პოეტების კალმის ქვეშ... მშვენიერია
15. რა თქმა უნდა ნინო! მართალი ხარ მონანიებით საკუთარ მიწაზე დაბრუნება უდიდესი შინაგანი ძლიერებაა, მაგრამ თუ ჩვენ ისეთ მხატვრულ ვერსიას შევქმნით, როგორიც ჩემმა უფროსმა მეგობარმა და პატივსაცემმა ისტორიკოსმა და მწერალმა ლევან სანიკიძემ თავის პიესაში მედეა აჩვენა , რომელიც საკუარ შვილებს არ ხოცავს, მაშინ მედეას სახე მართლაც კარგავს მხატვრულ ძლამოსილებას, უინტერესოა, მედეა მედეა აღარ არის, ასეთი ბუნების არის მაგალითად ჩემი მეზობელი შურა და ათასი მსგავსი,რომელიც უპრეტენზიოდ იტანს მსგავს ღალატს.დარჩენი როგორც ჩემს კომენტარებშია . გაიხარე, ნინო, კეთილი სურვილებით! რა თქმა უნდა ნინო! მართალი ხარ მონანიებით საკუთარ მიწაზე დაბრუნება უდიდესი შინაგანი ძლიერებაა, მაგრამ თუ ჩვენ ისეთ მხატვრულ ვერსიას შევქმნით, როგორიც ჩემმა უფროსმა მეგობარმა და პატივსაცემმა ისტორიკოსმა და მწერალმა ლევან სანიკიძემ თავის პიესაში მედეა აჩვენა , რომელიც საკუარ შვილებს არ ხოცავს, მაშინ მედეას სახე მართლაც კარგავს მხატვრულ ძლამოსილებას, უინტერესოა, მედეა მედეა აღარ არის, ასეთი ბუნების არის მაგალითად ჩემი მეზობელი შურა და ათასი მსგავსი,რომელიც უპრეტენზიოდ იტანს მსგავს ღალატს.დარჩენი როგორც ჩემს კომენტარებშია . გაიხარე, ნინო, კეთილი სურვილებით!
14. მშვიდობით კირკე, დღე გაყინულა, და მახრებივით მხრავენ სიზმრები, და თითქოს ვხედავ – სულს მინანავებს ფაზისის თბილი, ლურჯი ზვირთები.
ეგ ბედისწერა – მემრუშე საქმრო, მიმათრევს საით ძალისძალათი, მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
1986წელი
ბრწყინვალეა!ჯიგარი ხარ!
მშვიდობით კირკე, დღე გაყინულა, და მახრებივით მხრავენ სიზმრები, და თითქოს ვხედავ – სულს მინანავებს ფაზისის თბილი, ლურჯი ზვირთები.
ეგ ბედისწერა – მემრუშე საქმრო, მიმათრევს საით ძალისძალათი, მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის რა ადვილია ქვეყნის ღალატი!
1986წელი
ბრწყინვალეა!ჯიგარი ხარ!
11. მეორე მხრივ თუ ამ გმირს ჩამოვაცლით იმას, რომ მას ეს სასტიკი შურისძიოება არ ჩაუდენია, მაშინ მედეას სახე მხატვრულ ძალმოსილებას კარგავს და მედეა მედეა აღარ არის.
საკამათოა ბატონო დავით. მედეა -ამაყი აიეტის განებივრებული ასული საკუთარი ქვეყნის წინაშე უპატიებელ ცოდვას ჩადის, ღალატობს და მის სიძლიერეს ბერძნებს მართლა ციკანივით ატანს. მერე, საბერძნეთში თავად იგემებს ღალატის სიმმწარეს (ისე, თვალი თვალის წილ...) და როგორ ფიქრობთ, დამცირებული ამაყი დედოფლისთვის მონანიებით დაბრუნება მშობელ მიწაზე არ არის ძლიერება?
მეორე მხრივ თუ ამ გმირს ჩამოვაცლით იმას, რომ მას ეს სასტიკი შურისძიოება არ ჩაუდენია, მაშინ მედეას სახე მხატვრულ ძალმოსილებას კარგავს და მედეა მედეა აღარ არის.
საკამათოა ბატონო დავით. მედეა -ამაყი აიეტის განებივრებული ასული საკუთარი ქვეყნის წინაშე უპატიებელ ცოდვას ჩადის, ღალატობს და მის სიძლიერეს ბერძნებს მართლა ციკანივით ატანს. მერე, საბერძნეთში თავად იგემებს ღალატის სიმმწარეს (ისე, თვალი თვალის წილ...) და როგორ ფიქრობთ, დამცირებული ამაყი დედოფლისთვის მონანიებით დაბრუნება მშობელ მიწაზე არ არის ძლიერება?
10. ყველაფერში გეთანხმები, თეკლე, იმაში რომ პერსონაჟი მრავალწახნაგოვანია, სიუჟეტის დინამიკა იძლევა მცირე ინტერპრერიბის საშუალებას, ჩემს შემთხვევაში მონანიება, რადგან შურისმაძიებლობა არ ნიშნავს იმას, რომ პერსონაჟმა მომავალში არ მოინანიოს... ყოველივე ამის სათავე კი, მედეას პიროვნებაში და იმ ქალთმოძულე ევრიპიდეს გენიალობაში დევს. ყველაფერში გეთანხმები, თეკლე, იმაში რომ პერსონაჟი მრავალწახნაგოვანია, სიუჟეტის დინამიკა იძლევა მცირე ინტერპრერიბის საშუალებას, ჩემს შემთხვევაში მონანიება, რადგან შურისმაძიებლობა არ ნიშნავს იმას, რომ პერსონაჟმა მომავალში არ მოინანიოს... ყოველივე ამის სათავე კი, მედეას პიროვნებაში და იმ ქალთმოძულე ევრიპიდეს გენიალობაში დევს.
9. ძალიან ძლიერი ადგილია ძალიან ძლიერი ადგილია
8. თუმცა თემა მართლაც ამოუწურავია და ალბათ ერთ-ერთ სადავო და საინტერესო ტიპაჟად დარჩება მუდამ... თუმცა თემა მართლაც ამოუწურავია და ალბათ ერთ-ერთ სადავო და საინტერესო ტიპაჟად დარჩება მუდამ...
7. დიდი მადლობა ბატონო დავით, თუმცა რას იტყვით იასონის ბიძაზე, რომელიც მისივე ასულებს დააკეპინა? ევრიპიდეს მოსაზრება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, თუმცა არა მგონია მედეას სახეს მარტო ოქროს საწმისის გატაცება და არგონავტების თანამომზრახეობა ქმნიდეს. დიდი მადლობა ბატონო დავით, თუმცა რას იტყვით იასონის ბიძაზე, რომელიც მისივე ასულებს დააკეპინა? ევრიპიდეს მოსაზრება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, თუმცა არა მგონია მედეას სახეს მარტო ოქროს საწმისის გატაცება და არგონავტების თანამომზრახეობა ქმნიდეს.
6. ჩემთვის, გიო დიდი მწერლური რისკი იყო მედეას თემისათვის შეხება. რომელზედაც მსოფლიო ლიტერატურაში შედევრები არის შექმნილი. ზოგიერთი კრიტიკოსი თბილად გამომეხმაურა/მაშინ კიდევ არსებობდა ლიტერატურის ეს ჟანრი/. მედეას მიმართ გაორებული დამოკიდებულება მაქვს. როგორც იმ ცივილაზიისა და კულტურის წარმომადგენელს საიდანაც მედეა იყო, იმ ვერსიის მიმარ თ ვარ სიმპატიით გამსჭვალული, რომ მედეას შვილები არ დაუხოცავს. ევრიპიდე ქალთმოძულე იყო და ამის გამო ერთ_ერთი ვერსიით ქალებმა ჩაქოლეს.მეორე მხრივ თუ ამ გმირს ჩამოვაცლით იმას, რომ მას ეს სასტიკი შურისძიოება არ ჩაუდენია, მაშინ მედეას სახე მხატვრულ ძალმოსილებას კარგავს და მედეა მედეა აღარ არის. თუნდაც ის რომ ჩვენს საიტზე მედეა ისევ გამოჩდა ახალგაზრდა თეკლე კარგი ლექსით , ნიშნავს იმას რომ ეს თემა მომავალშიც იქნება მარადიულად ღელვისა და განსჯის საგანი. ჩემთვის, გიო დიდი მწერლური რისკი იყო მედეას თემისათვის შეხება. რომელზედაც მსოფლიო ლიტერატურაში შედევრები არის შექმნილი. ზოგიერთი კრიტიკოსი თბილად გამომეხმაურა/მაშინ კიდევ არსებობდა ლიტერატურის ეს ჟანრი/. მედეას მიმართ გაორებული დამოკიდებულება მაქვს. როგორც იმ ცივილაზიისა და კულტურის წარმომადგენელს საიდანაც მედეა იყო, იმ ვერსიის მიმარ თ ვარ სიმპატიით გამსჭვალული, რომ მედეას შვილები არ დაუხოცავს. ევრიპიდე ქალთმოძულე იყო და ამის გამო ერთ_ერთი ვერსიით ქალებმა ჩაქოლეს.მეორე მხრივ თუ ამ გმირს ჩამოვაცლით იმას, რომ მას ეს სასტიკი შურისძიოება არ ჩაუდენია, მაშინ მედეას სახე მხატვრულ ძალმოსილებას კარგავს და მედეა მედეა აღარ არის. თუნდაც ის რომ ჩვენს საიტზე მედეა ისევ გამოჩდა ახალგაზრდა თეკლე კარგი ლექსით , ნიშნავს იმას რომ ეს თემა მომავალშიც იქნება მარადიულად ღელვისა და განსჯის საგანი.
5. კარგია!!! ;) კარგია!!! ;)
4. აი მედეას მეორე სახეც-სინანულში ჩავარდნილი. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ის შურისმაძიებელი უფრო პერსონაა(თUნდაც არ მომწონდეს), ვიდრე კოლხეთს საპატიებლად დაბრუნებული...
ამ თემაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება და ალბათ არანაირი ლოგიკა არ დევს- გაიხარეთ ბატონო დავით! აი მედეას მეორე სახეც-სინანულში ჩავარდნილი. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ის შურისმაძიებელი უფრო პერსონაა(თUნდაც არ მომწონდეს), ვიდრე კოლხეთს საპატიებლად დაბრუნებული...
ამ თემაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება და ალბათ არანაირი ლოგიკა არ დევს- გაიხარეთ ბატონო დავით!
3. ევრიპიდეს მიეცა მედეას ცოდვააა:)
თემა,მარადიული დავის და კალმის---,,მედეა".
კარგი იყო,მოგიკითხავთ:) ევრიპიდეს მიეცა მედეას ცოდვააა:)
თემა,მარადიული დავის და კალმის---,,მედეა".
კარგი იყო,მოგიკითხავთ:)
2. მზე მღვრიე ქარებს მხრებით მოჰქონდათ
ეს და კიდევ რამდენიმე ფრაზა ძლიერ მომეწონა პრინციპში მთლიანობაშიც მზე მღვრიე ქარებს მხრებით მოჰქონდათ
ეს და კიდევ რამდენიმე ფრაზა ძლიერ მომეწონა პრინციპში მთლიანობაშიც
1. ოხ, მედეა, მედეა! ოხ, მედეა, მედეა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|